fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. ჯავასკრიპტის კურსი
  4. JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)
JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)

JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)

JavaScript-ში პრიმიტიული ტიპები (Primitive Types) არის მონაცემთა მარტივი ტიპები, რომლებიც მეხსიერებაში ინახება უშუალოდ მათი მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ მოცემული ტიპები არის ე.წ. "Immutable" (შეუცვლადი, შეუცვლელი), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შექმნის შემდეგ შეცვლა შეუძლებელია.

პრიმიტიული ტიპების სია

JavaScript-ში არის 7 პრიმიტიული ტიპი:

1. Number

გამოიყენება რიცხვების შესანახად, როგორებიცაა მთელი და ათწილადები.

let age = 25;
let pi = 3.14;

2. String

მოცემული ტიპი გამოიყენება სიმბოლოების შესანახად.

let name = "Val Do";
let greeting = 'Hello!';

3. Boolean

ლოგიკური მნიშვნელობები — მხოლოდ ორი შესაძლო მნიშვნელობით: true ან false.

let isActive = true;
let hasFinished = false;

4. Undefined

ცვლადი, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული, ავტომატურად მიიღებს undefined.

let x;
console.log(x); // undefined

5. Null

სპეციალური ტიპი, რომელიც ხელით აღნიშნავს, რომ ცვლადს არ აქვს მნიშვნელობა.

let emptyValue = null;

6. Symbol

უნიკალური იდენტიფიკატორების შესაქმნელად გამოიყენება. თითოეული Symbol ყოველთვის უნიკალურია.

let sym1 = Symbol("id");
let sym2 = Symbol("id");
console.log(sym1 === sym2); // false

7. BigInt

დიდ რიცხვებთან მუშაობისთვის, რომლებიც უფრო დიდია, ვიდრე Number-ის მხარდაჭერილი მაქსიმალური სიდიდე.

let bigNumber = 1234567890123456789012345678901234567890n;

პრიმიტიული ტიპების თვისებები

  • თითოეული პრიმიტიული ცვლადი მეხსიერებაში ინახავს უშუალოდ თავის მნიშვნელობას და არა რეფერენსს.
  • მათი მნიშვნელობა ცვლილებას არ ექვემდებარება. თუმცა, ცვლადს (variable) შეიძლება მიენიჭოს ახალი მნიშვნელობა.
    let name = "Ana";
    name = "Nino"; // ცვლადის მნიშვნელობა იცვლება, მაგრამ ძველი სტრიქონი ("Ana") რჩება უცვლელი
  • ცვლადი, რომელიც არ არის ინიციალიზებული, იღებს undefined მნიშვნელობას

პრიმიტიული ტიპების გამოყენების მაგალითი

let isLoggedIn = true;    // Boolean
let userName = "Tornike"; // String
let score = 99.9;         // Number
let noValue = null;       // Null
let bigIntValue = 12345678901234567890n; // BigInt
let uniqueID = Symbol("id"); // Symbol
let uninitialized;        // Undefined

კურსში შემავალი თემები

🔗 js🔗 javascript

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

  • რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?
  • ცვლადები ჯავასკრიპტში (JavaScript variables)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number
  • JavaScript-ის კომენტარები
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი ობეიქტი (object)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი მასივი (Array)
  • JavaScript-ის ფუნქცია, როგორ მუშაობს ის?
  • JavaScript-ის ანონიმური ფუნცქცია
  • JavaScript-ის arrow function
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი boolean
  • JavaScript-ის შედარებითი და ლოგიკური ოპერატორები
  • JavaScript-ის პირობითი ოპერატორები, if() else if() else
  • JavaScript-ის switch ოპერატორი
  • JavaScript-ის for ციკლი (loop)
  • JavaScript-ის for...in ციკლი
  • JavaScript-ის for...of ციკლი
  • JavaScript-ის while და do while ციკლები
  • JavaScript-ის break და continue ოპერატორები
  • JavaScript-ის foreach ციკლი
  • JavaScript-ის სახელების შეთანხმებები
  • JavaScript-ის მეთოდი vs ფუნქცია
  • JavaScript-ის Set მეთოდი
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი პირველი
  • რა არის ჯეისონი (JSON)
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი მეორე
  • JavaScript-ის მოდულები
  • ობიექტის დესტრუქტურიზაცია (object destructuring)
  • რა არის callback ფუნქცია ჯავასკრიპტში
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი პირველი
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი მეორე
  • ჯავასკრიპტის filter() მეთოდი
  • ასინქრონული ჯავასკრიპტი, JavaScript Promises
  • async await, ასინქრონული ჯავასკრიპტი
  • fetch api ჯავასკრიპტში
  • მასივის map() მეთოდი
  • მასივის reduce() მეთოდი
  • localStorage ჯავასკრიპტში
  • Spread ოპერატორი ჯავასკრიპტში
  • rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში
  • რა არის indexOf() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის charAt() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის push() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის pop() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის unshift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის shift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • Ternary ოპერატორი ჯავასკრიპტში (JavaScript)
  • JavaScript-ის bitwise (ბიტვაიზ) ოპერატორები
  • Nullish Coalescing Operator (??) ჯავასკრიპტში ქართულად
  • JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)
  • პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება
  • JavaScript-ის closures-ები
  • JSDocs - დოკუმენტაციის წერა ჯავასკრიპტში
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
InstagramFacebookLinkedinTelegramDiscordYoutubeGithub

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.52