
მოცემულ გაკვეთილში ვისაუბრებთ თუ როგორ აღიწერება ცვლადები ჯავასკრიპტში და რა თვისებებით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.
var ცვლადი აღინიშნავს გლობალურ ცვლადს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს კოდში ნებისმიერ ადგილას, მაშინ თუ ის აღწერილია ჯავასკრიპტ ფუნქციის გარეთ.
var x = 10;
function printVar() {
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 10
}
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 10
ზემოთ აღნიშნულ კოდში გამოყენებულია = -ის ნიშანი, რომელსაც ეწოდება მინიჭების ოპერატორი, ანუ ჩვენ x ცვლადს მივანიჭეთ 10-ის მნიშვნელობა.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ var ცვლადს აღვწერთ ფუნქციაში, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ფუნქციის შიგნით
function printVar() {
var x = 10;
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 10
}
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება შეცდომა x is not defined
ასევე შესაძლებელია var ცვლადის ხელახალი აღწერა
var x = 10;
console.log(x);
// კოსოლში დაიბეჭდება 10
var x = 15;
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 15
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ვნახეთ var ცვლადი არის გლობალური ცვლადი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ჩვენს კოდში ნებისმიერ ადგილას, თუ ის აღწერილი იქნება ფუნქციის გარეთ, ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ცვლადზე, რომელსაც ეწოდება let
let ცვლადი არის ეგრედწოდებული block scope ტიპის რაც გულისხმობს იმას რომ ცვლადის მოქმედება ვრცელდება კოდის კონკრეტულ ბლოკში და არა მის გარეთ
block ეწოდება {} ფიგურულ ფრჩხილებში მოთავსებულ კოდს
{
// ეს არის ბლოკი #1
{
// ეს არის ბლოკი #2
}
}
function printLet() {
let x = 10;
if (true) {
let x = 15;
console.log(x);
// კოსნოლში დაიბეჭდება 15
}
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 10
}
printLet();
let ცვლადის ხელახალი აღწერა არ შეიძლება
let x = 10;
console.log(x);
// კონსოლში დაიბეჭდება 10
let x = 15;
// დაიბეჭდება 'x' has already been declared
let ცვლადს შეგვიძლია მივანიჭოთ ახალი მნიშვნელობა
let x = 10;
console.log(x);
// დაიბეჭდება 10
x = 15;
console.log(x)
// დაიბეჭდება 15;
ახლა კი ვისაუბროთ const ცვლადზე. const ცვლადი არის ასევე block scope ტიპის ცვლადი, მაგრამ let ისგან განსხვავდება იმით, რომ ის არის კონსტანტა და არ შეგვიძლია მისი აღწერის შემდეგ მას მივანიჭოთ სხვა მნიშვნელობა
const x = 10;
console.log(x);
// დაიბეჭდება 10
x = 15;
// დაიბეჭდება შეცდომა Assignment to constant variable;შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა










ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით