მართე ფინანსები, ჩამოაყალიბე ჩვევები, დაგეგმე დავალებები - ყველაფერი ერთ უფასო ქართულ პლატფორმაზე.
გააკონტროლე შემოსავლები და ხარჯები ერთ სივრცეში - უფასოდ, ქართულ ენაზე
შექმენი ფინანსი, დაამატე შემოსავლები და ხარჯები, ნახე ბალანსი ნებისმიერი პერიოდისთვის
სისტემა ავტომატურად ითვლის, რამდენი შეიძლება დღეში დაიხარჯოს - და გიჩვენებს გადაჭარბდა თუ არა
განსაზღვრე შემოსავლისა და ხარჯის ტიპები, გაფილტრე დღის, კვირის ან თვის მიხედვით
ოჯახური ან ბიზნეს ბიუჯეტი შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ერთად აწარმოოს
ჩამოაყალიბე სასარგებლო ჩვევები და თვალყური ადევნე მათ შესრულებას - დღეში, კვირაში ან თვეში
განსაზღვრე მიზანი, საზომი ერთეული და სიხშირე - დღეში, კვირაში ან თვეში
ყოველი შესრულება ერთი დაჭერით ჩაინიშნე - ჩვევა შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე
ნახე დღევანდელი, კვირის და თვის პროგრესი პროცენტულად და გაკონტროლე რამდენი დარჩა
Trello-სტილის კანბანი ქართულად - ბარათები, სიები, გუნდი და შეტყობინებები
შექმენი ბორდი, დაამატე სიები და ბარათები, გადაიტანე drag & drop-ით
მიაბი წევრები ბარათებზე, განსაზღვრე როლები - owner, admin, member, guest
@მოხსენიება, ბარათზე მიბმა, გადატანა - ელ-ფოსტით და Telegram-ით
დაუყენე deadline, მიიღე გაფრთხილება ვადის გასვლისას
ვებ-დეველოპმენტისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლესი სტატიები
val-do.com-ზე შეგიძლიათ ისწავლოთ ვებ პროგრამირების საფუძვლები და მოწინავე თემები, მათ შორის HTML, CSS, JavaScript, Node.js და TypeScript. ჩვენ გთავაზობთ უფასო კურსებს, რომლებიც დამწყებთათვისაც გასაგებია და გამოცდილი დეველოპერებისთვისაც სასარგებლო.
დიახ, ჩვენი ყველა კურსი სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანია, ვებ პროგრამირება ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.
უბრალოდ ეწვიეთ val-do.com-ს, აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა (მაგალითად, HTML ან CSS) და დაიწყეთ გაკვეთილების კითხვა ან ნახვა. ჩვენი მასალები თანმიმდევრულადაა დალაგებული, რათა თქვენი სწავლა მარტივი იყოს.
არა, ჩვენი გაკვეთილები შექმნილია ისე, რომ დამწყებმაც შეძლოს სწავლა ნულიდან. თუმცა, თუ უკვე გაქვთ საბაზისო ცოდნა, შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო რთულ თემებზე.
ეს დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე და სწავლის ტემპზე. დამწყებთათვის საფუძვლების შესწავლას (HTML, CSS) შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, ხოლო მოწინავე თემებს (Node.js, TS) რამდენიმე თვე, თუ რეგულარულად ივარჯიშებთ.
JavaScript არის დინამიური პროგრამირების ენა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ვებ განვითარებაში. TypeScript არის JavaScript-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც მოიცავს სტატიკურ ტიპიზაციას, რაც აადვილებს კოდის მართვას და შეცდომების თავიდან აცილებას დიდ პროექტებში.
Node.js დაფუძნებულია JavaScript-ზე, ამიტომ რეკომენდებულია ჯერ JavaScript-ის საფუძვლების შესწავლა. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ ორივეს გაკვეთილები თანმიმდევრული სწავლისთვის.
დიახ, ჩვენი გაკვეთილები მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებსა და დავალებებს, რათა თეორიული ცოდნა გამოიყენოთ რეალურ პროექტებში.
ჩვენი გაკვეთილები გაძლევთ მყარ საფუძველს HTML, CSS, JS, Node.js და TS-ში. თუმცა, სრულფასოვან დეველოპერად გახდომა მოითხოვს პრაქტიკას, პროექტებზე მუშაობას და მუდმივ განვითარებას, რაშიც ჩვენი საიტი დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ მოგვწეროთ val-do.com-ზე მითითებულ საკონტაქტო ფორმაში. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გიპასუხებთ!
👤 Giorgi Meqvabishvili
ძალიან მაგარია საიტია და თვითონ მენტორიც <3
👤 ლიზი ჭელიძე
ძალიან მეხმარებით, უღრმესი მადლობა:)
👤 dachi devadze
respect
არხის მხარდამჭერი საიტები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ჩვენი საიტის განვითარებაში