fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. ჯავასკრიპტის კურსი
  4. პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება
პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება

პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება

ჯავაკრიპტის ერთ-ერთი საინტერესო თემაა თუ როგორ ხდება კომპიუტერის მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვა და შემდეგ მათზე წვდომა.

პრიმიტიული ტიპები.

პრიმიტიული ტიპები (მაგალითად: number, string, boolean, null, undefined, symbol, bigint) მეხსიერებაში ინახება უშუალოდ მათი მნიშვნელობებით. როდესაც თქვენ პრიმიტიული ტიპს ანიჭებთ სხვა ცვლადს, იქმნება ამ მონაცემის კოპია.

მაგალითი:

let a = 10;
let b = a; // აქ b იღებს a-ს მნიშვნელობის კოპიას
b = 20;

console.log(a); // 10
console.log(b); // 20

მოცემულ მაგალითში, a და b ერთმანეთს აღარ უკავშირდებიან. b ცვლის საკუთარ მნიშვნელობას ისე, რომ a უცვლელი რჩება.


რეფერენს ტიპები.

ობიექტები (მაგალითად: object, array, function) მეხსიერებაში ინახება რეფერენსით (მიმთითებლით). ეს ნიშნავს, რომ ცვლადი ინახავს მხოლოდ მეხსიერების მისამართს, სადაც ობიექტი მდებარეობს, და არა თავად ობიექტს.

როდესაც ობიექტს ანიჭებთ სხვა ცვლადს, ეს ცვლადი იგივე რეფერენსს იღებს, რაც ნიშნავს, რომ ორივე ცვლადი ერთსა და იმავე ობიექტზე მიუთითებს.

მაგალითი:

let obj1 = { name: "Giorgi" };
let obj2 = obj1; // obj2 იღებს obj1-ის რეფერენსს (მიმთითებელს)

obj2.name = "Nino";

console.log(obj1.name); // "Nino"
console.log(obj2.name); // "Nino"

ზემოთ აღწერილ მაგალითში, obj1 და obj2 ორივე მიუთითებს ერთსა და იმავე ობიექტზე, ამიტომ ცვლილება ერთზე ავტომატურად აისახება მეორეზეც.


რეფერენსის მნიშვნელობა

JavaScript-ში რეფერენსი არის გზა, რომლითაც ობიექტები ან მონაცემთა სტრუქტურები ინახება მეხსიერებაში. როდესაც ცვლადს აკავშირებთ ობიექტთან, ეს არ ნიშნავს, რომ ცვლადი ინახავს თვით ობიექტს. ამის ნაცვლად, ის ინახავს რეფერენსს, რომელიც მიუთითებს ობიექტზე მეხსიერებაში.

რეფერენსები საშუალებას აძლევს პროგრამას იმუშაოს ერთი და იმავე ობიექტზე სხვადასხვა ცვლადის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთ ცვლადში რეფერენსის მეშვეობით რაიმეს შეცვლით, ეს ცვლილება აისახება სხვა ცვლადებზეც, რომლებიც ასევე იმავე ობიექტზე მიუთითებენ.

რეფერენსების მართვა მნიშვნელოვანია JavaScript-ის მუშაობაში, რადგან ის გავლენას ახდენს მონაცემთა გადაცემასა და შენახვაზე. პრიმიტიული ტიპები (როგორიცაა რიცხვები და სტრინგები) ყოველთვის ინახება მნიშვნელობის მიხედვით, ხოლო ობიექტები და მასივები ინახება რეფერენსით.

რეფერენსებზე დაფუძნებული მუშაობა უფრო მოქნილ და ეფექტიან კოდს ქმნის, თუმცა აუცილებელია ფრთხილად იყოთ, რათა შემთხვევით არ შეცვალოთ მონაცემები, რომლებიც შესაძლოა სხვა ადგილებში გამოიყენებოდეს.


კურსში შემავალი თემები

🔗 js🔗 javascript

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

  • რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?
  • ცვლადები ჯავასკრიპტში (JavaScript variables)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number
  • JavaScript-ის კომენტარები
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი ობეიქტი (object)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი მასივი (Array)
  • JavaScript-ის ფუნქცია, როგორ მუშაობს ის?
  • JavaScript-ის ანონიმური ფუნცქცია
  • JavaScript-ის arrow function
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი boolean
  • JavaScript-ის შედარებითი და ლოგიკური ოპერატორები
  • JavaScript-ის პირობითი ოპერატორები, if() else if() else
  • JavaScript-ის switch ოპერატორი
  • JavaScript-ის for ციკლი (loop)
  • JavaScript-ის for...in ციკლი
  • JavaScript-ის for...of ციკლი
  • JavaScript-ის while და do while ციკლები
  • JavaScript-ის break და continue ოპერატორები
  • JavaScript-ის foreach ციკლი
  • JavaScript-ის სახელების შეთანხმებები
  • JavaScript-ის მეთოდი vs ფუნქცია
  • JavaScript-ის Set მეთოდი
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი პირველი
  • რა არის ჯეისონი (JSON)
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი მეორე
  • JavaScript-ის მოდულები
  • ობიექტის დესტრუქტურიზაცია (object destructuring)
  • რა არის callback ფუნქცია ჯავასკრიპტში
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი პირველი
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი მეორე
  • ჯავასკრიპტის filter() მეთოდი
  • ასინქრონული ჯავასკრიპტი, JavaScript Promises
  • async await, ასინქრონული ჯავასკრიპტი
  • fetch api ჯავასკრიპტში
  • მასივის map() მეთოდი
  • მასივის reduce() მეთოდი
  • localStorage ჯავასკრიპტში
  • Spread ოპერატორი ჯავასკრიპტში
  • rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში
  • რა არის indexOf() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის charAt() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის push() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის pop() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის unshift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის shift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • Ternary ოპერატორი ჯავასკრიპტში (JavaScript)
  • JavaScript-ის bitwise (ბიტვაიზ) ოპერატორები
  • Nullish Coalescing Operator (??) ჯავასკრიპტში ქართულად
  • JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)
  • პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება
  • JavaScript-ის closures-ები
  • JSDocs - დოკუმენტაციის წერა ჯავასკრიპტში
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
mipov.net/valdo

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.55