fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. ჯავასკრიპტის კურსი
  4. JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number
JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number

JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number

ჯავასკრიპტის ცვლადში შესაძლებელია შეინახოს არა ერთი ტიპის ინფორმაცია, როგორებიცაა მაგალითად: რიცხვები, სიმბოლოები, ობიექტები და ა.შ. (string, number, objects)

დღევანდელ გაკვეთილში ვისაუბრებთ 2 ტიპზე, რომლებიცა string და number 

ჯავასკრიპტს აქვს დინამიური ტიპები, რაც ნიშნავს იმას, რომ ცვლადში შეგვიძლია შევინახოთ როგორც string ასევე number ტიპის ინფორმაცია

let x;           // x არის undefined
x = 5;           // x არის Number
x = "John";      // x არის String 

ახლა კი გადავიდეთ string ტიპის ინფორმაციაზე და გავარჩიოთ. string არის 0 ან მეტი სიმბოლო ეგრედ წოდებულ ორმაგ, ან ერთმაგ ბრჭყალებს შორის

let name = "Val do";  // ორმაგი ბრჭყალები
let name = 'Val do';  // ერთმაგი ბრჭყალები

ჩვენ ასევე შეგვიძლია ბრჭყალების გამოყენება ჩვენს string -ში მთავარია არ ემთხვეოდეს გარე ბრჭყალებს

let sample = "It's me";
let sample = "I'm 'Val Do'";
let sample = 'I am "Val Do"';

იმისთვის თუ გვინდა, რომ მაინც გამოვიყენოთ მაგალითად ორმაგ ბრჭყალებში კიდევ ორმაგი ბრჭყალები ამისთვის არსებობს ეგრედ წოდებული backslash escape character

კოდი შედეგი აღწერა
\' ' ერთმაგი ბრჭყალი
\" " ორმაგი ბრჭყალი
\\ \ დახრილი ხაზი
let text = 'It\'s me.'; // დაიბეჭდება It's me
let text = "We are \"Kartvelebi\" from Georgia"; // დაიბეჭდება We are "Kartvelebi" from Georgia
let text = "The character \\ is called backslash."; // დაიბეჭდება The character \ is called backslash

ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ტიპზე number. მოცემული ტიპი წარმოადგენს რიცხვებს, რომლებზეც უკვე შეგვიძლია ვაწარმოოთ არითმეტიკული ოპერაციები მაგალითად შეკრება, გამოკლება, გამრავლება და ა.შ.

let x = 5; // ცვლადი არის number ტიპის
let p = 3.14; // ცვლადი არის number ტიპის
let z = x + p; // ცვლადი არის number ტიპის

console.log(z); // დაიბეჭდება 8.14 

ასევე შეგვიძლია ძალიან დიდი რიცხვები ჩავწეროთ სამეცნიერო ფორმატში

let x = 123e5;    // 12300000
let y = 123e-5;   // 0.00123 

არ უნდა აგვერიოს ერთმანეთისგან string და number ტიპის ცვლადები, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვცდით string-ის ტიპის ცვლადს მივუმატოთ number ტიპის ცვლადი მივიღებთ განსხვავებულ შედეგს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი string-ის ცვლადი უბრალოდ მიდგმება გვერდით number ტიპის ცვლადს

მაგალითი:

let x = 5;
let y = "10";
console.log(x + y); // დაიბეჭდება 510

მაგრამ არსებობს გამონაკლისები როდესაც ვასრულებთ გაყოფის, გამოკლების ან გამრავლების, ოპერაციებს ჯავასკრიპტი ეცდება ჩვენი string ტიპის ცვლადი დააკონვერტიროს, როგორც number და შეასრულოს ოპერაცია

მაგალითი:

let x = "100";
let y = "10";
let z = x / y;  // z = 10

let x = "100";
let y = "10";
let z = x * y; // z = 1000

let x = "100";
let y = "10";
let z = x - y; // z = 90

თუ number ტიპის ცვლადის არითმეტიკული ოპერაცია ვერ შედგა სისტემა დაგვიწერს შეცდომას NaN (Not a Number)

number ტიპის ცვლადის 0-ზე გაყოფა დაგვიბრუნებს Infinity მნიშნველობას

იმისთვის თუ გვჭირდება გავარკვიოთ, რა ტიპის არის ჩვენი ცვლადი არსებობს typeof() ოპერატორი რომელსაც უნდა გადავცეთ სასურველი ცვლადი ან მნიშვნელობა

let x = 5;
let y = "5";
console.log(typeof(x)); // დაიბეჭდება "number"
console.log(typeof(y)); // დაიბეჭდება "string"

კურსში შემავალი თემები

🔗 js🔗 javascript

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?
  • ცვლადები ჯავასკრიპტში (JavaScript variables)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number
  • JavaScript-ის კომენტარები
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი ობეიქტი (object)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი მასივი (Array)
  • JavaScript-ის ფუნქცია, როგორ მუშაობს ის?
  • JavaScript-ის ანონიმური ფუნცქცია
  • JavaScript-ის arrow function
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი boolean
  • JavaScript-ის შედარებითი და ლოგიკური ოპერატორები
  • JavaScript-ის პირობითი ოპერატორები, if() else if() else
  • JavaScript-ის switch ოპერატორი
  • JavaScript-ის for ციკლი (loop)
  • JavaScript-ის for...in ციკლი
  • JavaScript-ის for...of ციკლი
  • JavaScript-ის while და do while ციკლები
  • JavaScript-ის break და continue ოპერატორები
  • JavaScript-ის foreach ციკლი
  • JavaScript-ის სახელების შეთანხმებები
  • JavaScript-ის მეთოდი vs ფუნქცია
  • JavaScript-ის Set მეთოდი
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი პირველი
  • რა არის ჯეისონი (JSON)
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი მეორე
  • JavaScript-ის მოდულები
  • ობიექტის დესტრუქტურიზაცია (object destructuring)
  • რა არის callback ფუნქცია ჯავასკრიპტში
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი პირველი
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი მეორე
  • ჯავასკრიპტის filter() მეთოდი
  • ასინქრონული ჯავასკრიპტი, JavaScript Promises
  • async await, ასინქრონული ჯავასკრიპტი
  • fetch api ჯავასკრიპტში
  • მასივის map() მეთოდი
  • მასივის reduce() მეთოდი
  • localStorage ჯავასკრიპტში
  • Spread ოპერატორი ჯავასკრიპტში
  • rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში
  • რა არის indexOf() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის charAt() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის push() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის pop() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის unshift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის shift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • Ternary ოპერატორი ჯავასკრიპტში (JavaScript)
  • JavaScript-ის bitwise (ბიტვაიზ) ოპერატორები
  • Nullish Coalescing Operator (??) ჯავასკრიპტში ქართულად
  • JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)
  • პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება
  • JavaScript-ის closures-ები
  • JSDocs - დოკუმენტაციის წერა ჯავასკრიპტში
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

30 ივლისი, 2026, 3:42:36

ვერსია 0.4.54