კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ HTML CSS-ით ააწყოთ კომპლექსური ვებ გვერდები.
arrow functions (ისრიანი ფუნქციები) ჯავასკრიპტში წარმოდგენილი იქნა ES6 სტანდარტთან ერთად, ვინაიდან ქართულ ენაზე რთულად გამოსათქმელია ჯობს გაკვეთილის დასაწყისში შევთანხმდეთ, რომ arrow functions გამოვიყენებ, ისრიანი ფუნქციის მაგივრად.
arrow functions გვაძლევს საშუალებას, ჩავწეროთ მოკლედ ფუნქციის სიტნაქსი;
მაგალითი:
// ტრადიციული ანონიმური ფუნქცია
function (a) {
return a + 100;
}
// 1. ამოვიღებთ საკვანზო სიტყვას "function" და ვსვავთ ისარს => პარამეტრების და ფუნქციის ბლოკს შორის () => {}
(a) => {
return a + 100;
}
// 2. ვიღებთ ფუნქციის ტანიდან {} სიმბოლოებს, ასევე საკვანძო სიტყვას return;
(a) => a + 100;
// 3. ვიღებთ პარამეტრების () სიმბოლოებს
a => a + 100;
მაგალითი:
// ტრადიციული ანონიმური ფუნქცია
function (a, b){
let chuck = 42;
return a + b + chuck;
}
// Arrow Function
(a, b) => {
let chuck = 42;
return a + b + chuck;
}
მაგალითი:
// ტრადიციული სახელიანი ფუნქცია
function bob (a){
return a + 100;
}
// Arrow Function
let bob = a => a + 100;
კომენტარები 1
George George
💯