fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ გახდა ჯუნიორ დეველოპერებისთვის ვებ სამყაროში სამსახურის პოვნა ასე რთული. სოციალურ ქსელებში ხშირად შეგხვედრიათ საუბარი იმაზე, რომ სამსახურის ძებნა ძალიან გართულებულია და ბევრი დახარჯული დროის მიუხედავად, ადამიანები მაინც ვერ პოულობენ სამუშაოს.

დღევანდელი ბლოგი წარმოადგენს ჩემს სუბიექტურ შეხედულებას და ვეცდები ქვემოთ ჩამოვთვალო პუნქტები, რომლებიც ვფიქრობ მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია სამსახურის ძებნის გართულების.

მაღალი კონკურენცია.

კოვიდ პანდემიის დროს მთელმა მსოფლიომ დაიწყო ისეთი სამსახურის ძებნა, რომელიც ოფისში ფიზიკურად ყოფნას არ საჭიროებდა. ამან გამოიწვია პროგრამირებისადმი დიდი ინტერესი, რის გამოც ბაზარზე ბევრი ჯუნიორ დეველოპერი გაჩნდა. შედეგად, გაიზარდა კონკურენცია, რამაც გაართულა პირველი სამსახურის პოვნა.

თუ 10 წლის წინ HTML-ისა და CSS-ის ცოდნა სამსახურის მოსაძებნად საკმარისი იყო, დღეს ბევრად მეტი უნარების ცოდნაა საჭირო.

ხელოვნური ინტელექტი - AI.

2023 წლიდან ბაზარზე გამოჩნდა საკმაოდ ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტები, როგორებიცაა ChatGPT, Claude AI, Grok და სხვა, რომლებიც სერიოზულ კონკურენციას უქმნიან ჯუნიორ დეველოპერებს.

ადრე ჯუნიორებს ძირითადად რუტინული სამუშაოების შესასრულებლად იყვანდნენ, მაშინ როცა სენიორები ფოკუსირებულნი იყვნენ გუნდის მართვაზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით რუტინული დავალებების დიდი ნაწილი ავტომატიზირდა, რის გამოც კომპანიებს ახლა ურჩევნიათ ნაკლები თანამშრომელი ჰყავდეთ და მეტი პროდუქტიულობა მიიღონ AI-ის დახმარებით.

გამოცდილების ნაკლებობა.

სამსახურის დაწყების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება გამოცდილების ნაკლებობაა. ხშირად მსმენია ფრაზა: „თუ სამსახურს არ დავიწყებ, გამოცდილებას როგორ დავაგროვებ?“

ერთი შეხედვით, ეს კითხვა სამართლიანად ჟღერს, მაგრამ აუცილებელია უფრო სიღრმისეულად გააზრება. დღეს პროგრამისტებს გვაქვს შესაძლებლობა, სამსახურის გარეშეც დავაგროვოთ გამოცდილება საკუთარ პროექტებზე მუშაობით.

კურსის ან აკადემიის დასრულების შემდეგ სამსახურს მაშინვე ვერ დაიწყებ, რადგან რამდენიმე სასწავლო პროექტით დამსაქმებლის დაინტერესება რთულია — ასეთი პროექტები ბევრს აქვს გაკეთებული. ამიტომ, საჭიროა უფრო მეტი და რთული პროექტების შექმნა.

ფუნდემენტების გამოტოვება.

დღევანდელ სასწავლო და კურსების ბაზარზე ჭარბობს ე.წ. ფრეიმვორქები, როგორებიცაა:

როცა სამსახურის საძიებო საიტებს გადახედავ, ყველგან თითქოს ეს ტექნოლოგიები მოითხოვება, თუმცა სინამდვილეში საქმე ბევრად რთულია.  

აკადემიები და კურსები ძალიან ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გასწავლონ ეს ბიბლიოთეკები თუ ფრეიმვორქები, მაგრამ ამ პროცესში ხშირად გამოგრჩებათ ყველაზე მთავარი — საფუძველი, რომელზეც ეს ფრეიმვორქებია აგებული.  

ვებ სამყაროში აუცილებელია ჯავასკრიპტის ღრმად გააზრება და იმის გარკვევა, თუ როგორ მუშაობს ის "ფარდის უკან".

სწავლის დასრულება.

ჯუნიორ დეველოპერებს შორის ხშირია მოსაზრება, რომ რაიმე კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სამსახურის პოვნა გარანტირებულია, ხოლო კურსზე მიღებული ცოდნა ათწლეულების განმავლობაში საკმარისი იქნება.  

ეს აზრი სრულიად მცდარია, რადგან პროგრამირება ყოველდღე ვითარდება. დიდი შანსია, რომ კურსზე შესწავლილი მასალა უკვე მოძველებული იყოს და ბაზარზე აღარ იყოს მოთხოვნადი.  

ამიტომ, აუცილებელია ყოველდღიურად განვითარდე და ახალ ტენდენციებს აჰყვე.

დასკვნა.

ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ჯუნიორ დეველოპერებს სამსახურის დაწყებაში.  

პირველი სამსახურის პოვნა დღეს ბევრად რთულია, ვიდრე ეს 10-15 წლის წინ იყო. მე მგონია, რომ AI-ის განვითარებასთან ერთად ეს კიდევ უფრო გართულდება. თუმცა, მინდა გახსოვდეთ, რომ AI შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესი გაამარტივოს.  

ზემოთ მოხსენიებული პუნქტების გათვალისწინება დაგეხმარებათ, ხელახლა შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და თავიდან აიცილოთ არარეალური მოლოდინები.  

იყავით მიზანდასახული, არ დანებდეთ, განვითარდით ყოველდღე, იმუშავეთ პროექტებზე პირველი სამსახურის დაწყებამდე — დამიჯერეთ, ეს ძალისხმევა უშედეგოდ არ დარჩება.

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

Buy Me A Coffee
undefined