fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. ჯავასკრიპტის კურსი
  4. რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?
რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?

რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?

ჯავასკრიპტი გამოიგონა Brendan Eich-მა 1995 წელს რათა ვებ-გვერდი გაეხადათ უფრო ინტერაქციული, პირველად ჯავასკრიპტის გამოყენება მოხდა ბრაუზერში სახელად Netscape Navigator

ჯავაკრიპტის შესწავლამდე აუცილებელია, ვიცოდეთ HTML CSS-ის საფუძვლები, რათა სრულფასოვანი ვებ აპლიკაციის აწყობა შევძლოთ.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯავასკრიპტს არანაირი საერთო არ აქვს პროგრამირების კიდევ ერთ ენასთან ჯავა. უბრალოდ მარკეტოლოგებმა გადაწყვიტეს იმ პერიოდში (და არამარტო) ძალიან პოპულარუ ენის ჯავას სახელი გამოეყენებინათ ახალი ენის პოპულარიზაციისთვის და ასე გაჩნდა ჯავასკრიპტი.

მას შემდეგ რაც ჯავასკრიპტის გამოყენება დაიწყეს სხვა ბრაუზერებმაც, გაჩნდა მოთხოვნა, რომ ჯავასკრიპტის განვითარებას ქონოდა რაღაც სტანდარტები, რის მიხედვითაც კოდი ყველა ბრაუზერში იმუშავებდა ერთნაირად, სწორედ ამიტომ დაადგინეს სტანდარტი ECMAscript.

ჯავასკრიპტის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ HTML დოკუმენტი, ასევე შეგვიძლია ავაწყოთ FullSatck ვებ აპლიკაციები nodejs-ის გამოყენებით.

კომპიუტერში კონკრეტული პროგრამის შესრულების 2 ვარიანტი არსებობს ესენია კომპილაცია და ინტერპრეტაცია.

კომპილაციის დროს სხვა პროგრამის კონკრეტული ინსტრუმენტი კომპილატორი ჩვენს კოდს გარდაქმნის მანქანურ კოდად და ამის შემდეგ ხდება კონკრეტული პროგრამის შესრულება.

ინტერპრეტაცია არის პროგრამის შესრულების მეთოდი, როცა კოდი არ ითარგმნება წინასწარ მთლიანად მანქანის ენაზე, არამედ პროგრამის გაშვებისას სპეციალური ინტერპრეტატორი კითხულობს კოდს ხაზ–ხაზ, თითოეულ ინსტრუქციას ადგილზე თარგმნის და მაშინვე ასრულებს, რის გამოც პროგრამა არ ქმნის ცალკე ბინარულ ფაილს და შეცდომები ჩნდება შესრულების პროცესში, რაც ამ მიდგომას უფრო მოქნილს ხდის, მაგრამ ჩვეულებრივ ოდნავ ნელას კომპილაციასთან შედარებით.

ჯავასკრიპტის შესრულება ხდება ინტერპრეტატორის მიერ, რომელიც ხაზ-ხაზ თარგმნის მანქანურ ენაზე კოდს და არა მთლიანად.

ჯავასკრიპტის კოდის ნიმუში

console.log('Hello World!'); // მოცემული ბრძანება ჯავასკრიპტის კონსოლში დაბეჭდავს ტექსტს Hello World

ჯავასკრიპტის HTML დოკუმენტში გამოსაყენებლად აუცილებელია გამოვიყენოთ <script> თეგი

<script>
    document.getElementById("demo").innerHTML = "My First JavaScript";
</script> 

ჯავასკრიტპის ფუნქცია არის კოდის ბლოკი, რომლიც შესრულდება მაშინ, როდესაც მას გამოვიძახებთ, მაგალითად HTML დოკუმენტში რაიმე ღილაკზე დაჭერით.

ჯავასკრიტპის კოდის მიბმა შეგვიძლია მთელს HTML დოკუმენტში, როგორც <head></head> ასევე <body></body> თეგებს შორის

<head> - ის ნიმუში

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<script>
function myFunction() {
  document.getElementById("demo").innerHTML = "Paragraph changed.";
}
</script>
</head>
<body>

<h2>Demo JavaScript in Head</h2>

<p id="demo">A Paragraph</p>
<button type="button" onclick="myFunction()">Try it</button>

</body>
</html>

<body>-ის ნიმუში

<!DOCTYPE html>
<html>
<body>

<h2>Demo JavaScript in Body</h2>

<p id="demo">A Paragraph</p>

<button type="button" onclick="myFunction()">Try it</button>

<script>
function myFunction() {
  document.getElementById("demo").innerHTML = "Paragraph changed.";
}
</script>

</body>
</html> 

ჯავასკრიპტ სკრიპტების წერა HTML დოკუმენტში არ არის სასურველი, ყოველთვის ჯობს ჯავასკრიპტ კოდი დავწეროთ ცალკე .js გაფართოების ფაილში, რომელსაც შემდეგ მივაბავთ ჩვენს დოკუმენტს, ამისთვის გამოიყენება <script> თეგში src ატრიბუტი, რომელშიც ვუთითებთ ჩვენი ჯავასკრიპტის ფაილის მისამართს სამუშაო დირექტორიაში.

<script src="myScript.js"></script> 

კურსში შემავალი თემები

🔗 js🔗 javascript

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

  • რა არის ჯავასკრიპტი (javascript)?
  • ცვლადები ჯავასკრიპტში (JavaScript variables)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number
  • JavaScript-ის კომენტარები
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი ობეიქტი (object)
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი მასივი (Array)
  • JavaScript-ის ფუნქცია, როგორ მუშაობს ის?
  • JavaScript-ის ანონიმური ფუნცქცია
  • JavaScript-ის arrow function
  • JavaScript-ის მონაცემთა ტიპი boolean
  • JavaScript-ის შედარებითი და ლოგიკური ოპერატორები
  • JavaScript-ის პირობითი ოპერატორები, if() else if() else
  • JavaScript-ის switch ოპერატორი
  • JavaScript-ის for ციკლი (loop)
  • JavaScript-ის for...in ციკლი
  • JavaScript-ის for...of ციკლი
  • JavaScript-ის while და do while ციკლები
  • JavaScript-ის break და continue ოპერატორები
  • JavaScript-ის foreach ციკლი
  • JavaScript-ის სახელების შეთანხმებები
  • JavaScript-ის მეთოდი vs ფუნქცია
  • JavaScript-ის Set მეთოდი
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი პირველი
  • რა არის ჯეისონი (JSON)
  • JavaScript-ის კლასები, ნაწილი მეორე
  • JavaScript-ის მოდულები
  • ობიექტის დესტრუქტურიზაცია (object destructuring)
  • რა არის callback ფუნქცია ჯავასკრიპტში
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი პირველი
  • ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი მეორე
  • ჯავასკრიპტის filter() მეთოდი
  • ასინქრონული ჯავასკრიპტი, JavaScript Promises
  • async await, ასინქრონული ჯავასკრიპტი
  • fetch api ჯავასკრიპტში
  • მასივის map() მეთოდი
  • მასივის reduce() მეთოდი
  • localStorage ჯავასკრიპტში
  • Spread ოპერატორი ჯავასკრიპტში
  • rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში
  • რა არის indexOf() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის charAt() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის push() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის pop() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის unshift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • რა არის shift() მეთოდი ჯავასკრიპტში?
  • Ternary ოპერატორი ჯავასკრიპტში (JavaScript)
  • JavaScript-ის bitwise (ბიტვაიზ) ოპერატორები
  • Nullish Coalescing Operator (??) ჯავასკრიპტში ქართულად
  • JavaScript-ის პრიმიტიული ტიპები (Primitive types)
  • პრიმიტიული და რეფერენს ტიპების შედარება
  • JavaScript-ის closures-ები
  • JSDocs - დოკუმენტაციის წერა ჯავასკრიპტში
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
mipov.net/valdo

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.55