გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube white icon svg გამოწერა

JavaScript-ის for ციკლი (loop)

HTML, CSS-ის ინტენსიური კურსი

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ HTML CSS-ით ააწყოთ კომპლექსური ვებ გვერდები.

გაიგე მეტი

ჯავასკრიპტში და ზოგადად პროგრამირების ენებში არის შემთხვევები, როდესაც გვჭირდება რაღაც კონკრეტული კოდის ბლოკის გამეორება რამდენჯერმე, ამისთვის ყველა პროგრამირების ენაში არსეობობს ჩაშენებული ციკლები.

დღევანდელ გაკვეთილში მინდა მოკლედ აგიხსნათ ერთერთი ყველაზე გავრცელებული ციკლის ფორმა for ციკლი.

for ციკლის სინტაქსი შემდეგნაირია

for (დეკლარაცია 1; დეკლარაცია 2; დეკლარაცია 3) {
  // შესასრულებელი კოდის ბლოკი
}
  • დეკლარაცია 1 სრულდება მხოლოდ ერთხელ, მანამ სანამ შესრულდება კოდის ბლოკი
  • დეკლარაცია 2-ში აღიწერება ციკლის შესრულების პირობა
  • დეკლარაცია 3 სრულდება ყოველ ჯერზე, მანამ სანამ სრულდება დეკლარაცია 2-ის პირობა, ასევე ის სრულდება მას შემდეგ რაც შესრულდება კოდის ბლოკი

მოდი მოვიფიქროთ, რომ ჩვენ გვაქვს cars მასივი, რომელშიც შენახულია რამდენიმე მანქანის ბრენდი და ჩვენი ამოცანაა ამ მასივიდან დავბეჭდოთ ყველა ბრენდის დასახელება, იმისთვის რომ დაგვებეჭდა სათითაო მანქანა ამისთვის საჭირო იქნებოდა კოდის დუბლიკაცია

მაგალითი 1:

const cars = [`Ferrari`, `Porsche`, `Mercedes`, `BMW`];

console.log(cars[0]); // Ferrari
console.log(cars[1]); // Porsche
console.log(cars[2]); // Mercedes
console.log(cars[3]); // BMW

ზემოთ მოცემულ მაგალითში ჩანს, რომ ჩვენ კონკრეტული კოდის დუბლიკაცია 4-ჯერ მოგვიწია, სწორედ ამის თავიდან არიდებაში გვეხმარება ჯავასკრიპტში ციკლები.

for ციკლის დახმარებით ჩვენი კოდი იქნებოდა შემდეგნაირი

მაგალითი 2:

const cars = [`Ferrari`, `Porsche`, `Mercedes`, `BMW`];

for (let i = 0; i < cars.length; i++) {
    console.log(cars[i]);
}

მაგალით 2-ში cars.length აბრუნებს cars მასივის ზომას, რომელიც შედგება 4 ჩანაწერისგან

 

კურსში შემავალი თემები

კომენტარები 0

რა არის ჯავასკრიპტი (javascript)? ცვლადები ჯავასკრიპტში (JavaScript variables) JavaScript-ის მონაცემთა ტიპები string, number JavaScript-ის მონაცემთა ტიპი boolean JavaScript-ის კომენტარები JavaScript-ის მონაცემთა ტიპი ობეიქტი (object) JavaScript-ის მონაცემთა ტიპი მასივი (Array) ობიექტის დესტრუქტურიზაცია (object destructuring) JavaScript-ის ფუნქცია, როგორ მუშაობს ის? JavaScript-ის ანონიმური ფუნცქცია JavaScript-ის arrow function JavaScript-ის შედარებითი და ლოგიკური ოპერატორები JavaScript-ის პირობითი ოპერატორები, if() else if() else JavaScript-ის bitwise (ბიტვაიზ) ოპერატორები JavaScript-ის switch ოპერატორი JavaScript-ის for ციკლი (loop) JavaScript-ის for...in ციკლი JavaScript-ის for...of ციკლი JavaScript-ის while და do while ციკლები JavaScript-ის foreach ციკლი JavaScript-ის break და continue ოპერატორები JavaScript-ის სახელების შეთანხმებები JavaScript-ის მეთოდი vs ფუნქცია JavaScript-ის Set მეთოდი JavaScript-ის კლასები, ნაწილი პირველი JavaScript-ის კლასები, ნაწილი მეორე JavaScript-ის მოდულები რა არის callback ფუნქცია ჯავასკრიპტში ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი პირველი ჯავასკრიპტის მასივის მეთოდები, ნაწილი მეორე ჯავასკრიპტის filter() მეთოდი რა არის ჯეისონი (JSON) ასინქრონული ჯავასკრიპტი, JavaScript Promises async await, ასინქრონული ჯავასკრიპტი fetch api ჯავასკრიპტში მასივის map() მეთოდი მასივის reduce() მეთოდი localStorage ჯავასკრიპტში Spread ოპერატორი ჯავასკრიპტში rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში რა არის indexOf() მეთოდი ჯავასკრიპტში? რა არის charAt() მეთოდი ჯავასკრიპტში? რა არის push() მეთოდი ჯავასკრიპტში? რა არის pop() მეთოდი ჯავასკრიპტში? რა არის unshift() მეთოდი ჯავასკრიპტში? რა არის shift() მეთოდი ჯავასკრიპტში? Ternary ოპერატორი ჯავასკრიპტში (JavaScript)