გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
რა არის TypeScript (ტაიპსკრიპტი)?

რა არის TypeScript (ტაიპსკრიპტი)?

დღევანდელ გაკვეთილში შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო TypeScript და მისი გამოყენების საჭიროებები.

რა უნდა ვიცოდე სანამ TypeScript-ის შესწავლას დავიწყებ?

სანამ ტაიპსკრიპტის შესწავლაზე გადავალთ აუცილებელია ვიცოდეთ ჯავასკრიპტის საფუძვლები კერძოდ:

ზემოთ ჩამოთვლილი სია არის ის მინიმუმი რაც ჩვენ TypeScript-ის შესასწავლად დაგვჭირდება

TypeScript-ის შექმნის მოკლე ისტორია

TypeScript სხვა პროგრამირების ენებთან შედარებით ახალ ენად ითვლება, რომელიც პირველად საზოგადოდ ხელმისაწვდომი გახდა 2012 წლის ოქტომბერში და მისი პირველი ვერსია იყო 0.8 მისი შემქმნელი ინჟინერია Anders Hejlsberg, რომელიც მაიკროსოფთში მუშაობდა მთავარ ინჟინრად C# ენაზე, ასევე მისი შექმნილია პროგრამირების ენები დელფი და ტურბო პასკალი.

რა არის TypeScript?

TypeScript არის ობიექტზე ორიენტირებული (OOP) ენა, რომელიც დაშენებულია ჯავასკრიპტზე, მარტივად რომ ვთქვათ ნებისმიერი ჯავასკრიპტის კოდი ვალიდური იქნება TypeScript-შიც. TypeScript-ს ასევე ხშირად მოიხსენიებენ შემდეგი სახელით Superset of javascript.

ვინაიდან ჯავასკრიპტი არის Dynamically typed ენა ჩვენ არ გვჭირდება ცვლადის აღწერისას წინასწარ მივუთითოთ მისი ტიპი, ანუ ამ ცვლადში შენახულია int მნიშვნელობა თუ string. სწორედ ჯავასკრიპტის ამ თვისების გამო ხშირად ხდება შეცდომები კოდის შესრულების დროს მაგალითად.

let number = 5;
number = 'some';
Math.round(number); // დაიბეჭდება შეცდომა

როდესაც ავღწერეთ number ცვლადი და მას მივანიჭეთ 5 მნიშვნელობა ცვლადის ტიპი დინამიურად გახდა int ტიპის, ხოლო როდესაც number-ს შემდეგ მივანიჭეთ 'some' ტექსტი ამ დროს number ცვლადის ტიპი გახდა string.

როდესაც ვცადეთ Math.round(number); -ის გაშვება ამ დროს ვინაიდან Math.round(); მუშაობს მხოლოდ int ტიპის მნიშვნელობაზე მივიღებთ შეცდომას.

Statically typed ენებში როგორებიცაა მაგალითად java, C, C++ მსგავს შეცდომას ვერ დავუშვებდით ვინაიდან ცვლადის აღწერის დროს ვეუბნებით თუ რა ტიპის მნიშნელობა შეიძლება მივანიჭოთ კონკრეტულ ცვლადს.

int number = 5;
number = 'some'; // ედითორი მოგვცემს გაბრთხილებას

ზემოთ მოცემულ მაგალითს თუ შევხედავთ სადაც ჩვენ ვცადეთ number ცვლადზე ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელიც არ არის int ტიპის ჩვენი ედითორი მოგვცემს გაბრთხილებას და გვეტყვის, რომ არ შეიძლება int ტიპის ცვლადს მივანიჭოთ string ტიპის მნიშვნელობა.

TypeScript საშუალებას გვაძლევს დავწეროთ ჯავასკრიპტი, რომელიც იქნება მკაცრად ტიპიზირებული ისივე, როგორც მაგალითად Java-ში ან C-ში.

TypeScript-ის მახასიათებლები

კომპილაცია

TypeScript-ის კოდი აუცილებლად გადის კომპილაციას, რის შემდეგადაც კომპლატორი კოდს გადათარგმნის ჯავასკრიპტის კოდად

მკაცრი ტიპიზაცია

ტაიპსკრიპტი საშუალებას გვაძლევს კოდი იყოს მკაცრად ტიპიზირებული, რაც საშულებას გვაძლევს კომპილაციამდე მივხვდეთ შეცდომებს.

 

 

 

კურსში შემავალი თემები

🔗 typescript

დამატებითი რესურსები

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით