fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. C პროგრამირების ენის საფუძვლები
  4. C - მასივები
C - მასივები

C - მასივები

იმისთვის, რომ ცვლადში შევინახოთ არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა C-ში არსებობს მასივი (array).

მასივი არის ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებული ერთნაირი ტიპის მონაცემების კოლექცია, რომელიც მეხსიერებაში ინახება მიმდევრობით.

მასივის აღსაწერად საჭიროა ცვლადის ტიპის აღწერის შემდგომ ცვლადის სახელს დავუწეროთ [ ] სიმბოლოები ხოლო მინიჭების ოპერატორის შემდეგ ჩამოვთვალოთ სასურველი ელემენტები { } სიმბოლოებში, რომლებსაც ერთმანეთისგან გამოვყოფთ მძიმით.

int numbers[5] = {10, 20, 30, 40, 50};

გავარჩიოთ ზემოთ მოყვანილი მაგალითი: 

int nimbers[5] - ჩანაწერში 5 აღნიშნავს თუ რამდენი ელემენტისგან შედგება მასივი, ხოლო { } ფიგურული ფრჩხილების შიგნით ჩამოთვლილი რიცხვები 10, 20, 30, 40, 50 წარმოადგენენ მასივის ელემენტებს.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ, მასივის ელემენტების ტიპი უნდა ემთხვეოდეს ამ მასივის ტიპს, ზემოთ მაგალითში ვინაიდან numbers[] მასივის ტიპია int ყველა მასივის ელემენტი უნდა იყოს int

ინდექსაცია

C-ში მასივის ელემენტების ინდექსი იწყება 0-დან, შესაბამისად იმისთვის რომ მივწვდეთ კონკრეტულ ელემენტს აუცილებელია გამოვიყენოთ მისი ინდექსი.

თუ ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გვინდა დავბეჭდოთ 20, მისი ინდექსი იქნება 1 

int numbers[5] = {10, 20, 30, 40, 50};
printf("%d", numbers[1]);

// დაიბეჭდება 20

C-ში ასევე შეგვიძლია შევქმნათ მასივი, რომლის ზომაც ავტომატურად განისაზღვრება, ამისთვის [] სიმბოლოები უნდა დავტოვოთ ცარიელი, რაც ნიშნავს, იმას, რომ მასივის ზომა ავტომატურად გაიზრდება ელემენტებიდან გამომდინარე.

char letters[] = {'A','B','C'};

როგორ გავიგოთ მასივის ზომა.

ჯავასკრიპტისგან განსხვავებით C-ში არ გვაქვს ჩაშენებული მეთოდი, რომელიც ავტომატურად დაგვიბრუნებს მასივის ზომას.

მასივის ზომის გასაგებად დაგვჭირდება sizeof() ოპერატორი, რომელიც აბრუნებს ელემენტის ზომას ბაიტებში.

#include <stdio.h>

int main() {
    int numbers[] = {10, 20, 30, 40, 50};

    int size = sizeof(numbers) / sizeof(numbers[0]);

    printf("მასივის ზომა არის: %d\n", size);

    return 0;
}

გავარჩიოთ მოცემული მაგალითი:

მაგალითში წარმოდგენილი გვაქვს numbers[] დინამიური მასივი, რომელიც შედგება 5 წევრისგან, როგორც ზემოთ ვახსენეთ sizeof() ოპერატორი აბრუნებს ელემენტის ზომას ბაიტებში, შესაბამისად sizeof(numbers) დააბრუნებს, numbers[] მასივის ზომას ბაიტებში, რომელიც არის 20 ბაიტი, შემდეგ მიღებულ შედეგს ვყოფთ პირველი ელემენტის ზომაზე ბაიტებში sizeof(numbers[0]) და დააბრუნებს 4 ბაიტს. 20 / 4 = 5;

მსგავსი კალკულაციით გამოითვლება C-სი მასივის ზომა.


დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • C - შესავალი, გარემოს მომზადება
  • C - პირველი პროგრამა
  • C - კომენტარები
  • C - ცვლადები
  • C - მონაცემების შეტანა, გამოტანა (I/O)
  • C - მასივები
  • C - ციკლები
  • C - ფუნქციები
  • C - მიმთითებლები (Pointers)
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

30 ივლისი, 2026, 8:28:40

ვერსია 0.4.54