
ისევე, როგორც სხვა პროგრამირების ენებში, C - ენაშიც გვაქვს კომენტარები, რომლებიც საჭიროა, იმისთვის, რომ ესა თუ ის ცვლადი, ან ფუნქცია ჩვენთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ თუ რას ასრულებს.
კომენტარების დახმარებით შეგვიძლია კომპლექსური ფუნქციების დანიშნულების ახსნა, თუ რას ასრულებს ის და ა.შ.
C - ში გვაქვს 2 ტიპის კომენტარი, ესენია 1 ხაზიანი კომენტარი და მრავალ ხაზიანი კომენტარი.
ერთხაზიანი კომენტარი გამოისახება ორი მარჯვნივ დახრილი ხაზით //
// ეს ცვლადი ინახავს მომხმარებლის ასაკს
int age = 32;
როგორც სიტყვა გვეუბნება // სიმბოლო აღნიშნავს ერთ ხაზიან კომენტარს, რაც იმას ნიშნავს, რომ // სიმბოლოს მარჯვნივ ჩაწერილი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხაზზე აღინიშნება, როგორც კომენტარი და მას კომპილატური აიგნორებს, ანუ ბინარულ კოდში კომენტარები არ გადადის.
int age = 32; // age არის 32
როგორც ზემოთ მაგალითში ჩანს int age = 32; ჩვეულებრივ შესრულდება და გადაითარგმნება მანქანურ კოდში, მაგრამ // age არის 32 იგნორირებული იქნება კომპილატორის მიერ.
მრავალხაზიანი კომენტარი საშუალებას გვაძლევს კომენტარი დავწეროთ არა მხოლოდ ერთ ხაზზე არამედ რამდენიმე ხაზზე, მრავალხაზიანი კომენტარი C-ში გამოიყოფა შემდეგი სიმბოლოებით /* კომენტარი */
#include <stdio.h>
int main() {
/*
პროგრამა ბეჭდავს ტექსტს ეკრანზე
და შემდეგ სრულდება წარმატებით
*/
printf("Hello, world!\n");
return 0;
}
როგორც ზემოთ მაგალითიდან ჩანს კომენტარის გახსნისთვის საჭიროა /* სიმბოლოების მიმდევრობა რომელსაც მოსდევს ჩვენ მიერ დაწერილი მრავალხაზიანი კომენტარი, ხოლო კომენტარის დასახურად გამოიყენება */ სიმბოლოების მიმდევრობა
ქვემოთ მოცემულია მაგალითები თუ როგორი უნდა იყოს კარგი გარჩევადი და ლაკონური კომენტარები C-ში.
კომენტარის დაწერისას აუცილებელია დავსვათ კითხვა რატომ? და არა რა?
// ვიყენებთ long ტიპს, რადგან მნიშვნელობა შეიძლება int-ს გადააჭარბოს
long totalSize;
რთული ლოგიკის განმარტება
// თუ ასაკი ნაკლებია 18-ზე, მომხმარებელს წვდომა ეკრძალება
if (age < 18) {
denyAccess();
}
ალგორითმის მოკლე აღწერა
// ვიყენებთ ორ ციკლს მასივის დუბლიკატების მოსაშორებლად
for (i = 0; i < n; i++) {
for (j = i + 1; j < n; j++) {
...
}
}
ფუნქციის დანიშნულების აღწერა
// აბრუნებს მასივის საშუალო მნიშვნელობას
float calculateAverage(int arr[], int size) {
...
}
კომენტარები პროგრამირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რადგან ისინი გვეხმარება მარტივად გავიგოთ, რას აკეთებს კონკრეტული ცვლადი, ფუნქცია ან ლოგიკა. კომენტარები კომპილატორის მიერ იგნორებულია, ამიტომ მათი საშუალებით შეგვიძლია ავხსნათ თუ რას აკეთებს კოდი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე.
კომენტარების რეგულარული გამოყენება პროგრამისტს აჩვევს წესრიგისა და სისტემურობის შენარჩუნებას. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ჯგუფურ პროექტებში ან მაშინ, როდესაც კოდზე მოგვიანებით დაბრუნდებით — სწორად დაწერილი კომენტარები დაზოგავს დროს, თავიდან აგარიდებთ შეცდომებს და უფრო ადვილად მიხვდებით, როგორ მუშაობს პროგრამა.
შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა











ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით