fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. C პროგრამირების ენის საფუძვლები
  4. C - ციკლები
C - ციკლები

C - ციკლები

C ენაში განმეორებადი ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენება ციკლები (loops).

ციკლებს შეუძლიათ გაიმეორონ ოპერაცია, მანამ სანამ სრულდება გარკვეული პირობა.

C-ში გვაქვს 3 ტიპის ციკლი:

  • for - ციკლი
  • while - ციკლი
  • do while - ციკლი

for ციკლი.

განვიხილოთ for ციკლი, რომლის სინტაქაქსიც გამოიყურება შემდეგნაირად:

 for (გამოსახულება 1; გამოსახულება 2; გამოსახულება 3) {
  // კოდის ბლოკი, რომელიც უნდა შესრულდეს
}

გავარჩიოთ ზემოთ მოყვანილი მაგალითი:

  • გამოსახულება 1 - სრულდება ერთხელ, მანამ სანამ ციკლის ბლოკი, ანუ { } ფიგურულ ფრჩხილებში არსებული კოდი გაეშვება.
  • გამოსახულება 2 - განსაზღვრავს პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაში ციკლი იწყებს მუშაობას, მანამ სანამ ეს პირობა ჭეშმარიტებაა.
  • გამოსახულება 3 - სრულდება ყოველთვის როდესაც კოდის ბლოკი, ასრულებს მუშაობას.

მოვიყვანოთ მაგალითი, რომლის დროსაც დავბეჭდავთ რიცხვებს 0-დან 5-მდე:

#include <stdio.h>

int main() {

    for (int i = 0; i < 5; i++) {
        printf("i - %d\n", i);
    }

    return 0;
}
  • გამოსახულება 1 - სანამ ციკლი გაეშვება აღიწერება int ტიპის i ცვლადი, რომელსაც ენიჭება 0 მნიშნველობა
  • გამოსახულება 2 - განსაზღვრავს პირობას ციკლისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე ციკლის ბლოკში { } ჩაწერილი კოდი შესრულდება, ანუ printf("i - %d\n", i)
  • გამოსახულება 3 - გაზრდის i-ის მნიშნველობას 1-ით, მას შემდეგ რაც ციკლის ბლოკში არსებული კოდი შესრულდება.

while ციკლი.

for ციკლისგან განსხვავებით while ციკლს აქვს მხოლოდ ერთი გამოსახულება, რომლის სინტაქსიც გამოიყურება შემდეგნაირად:

while (გამოსახულება 1) {
  // კოდი, რომელიც შესრულდება
}

გამოსახულება 1 - წარმოადგენს პირობას, რომელიც წარმოადგენს პირობას, რომლის ჭეშმარიტების შემთხვევაში შერსრულდება while ციკლის ბლოკში არსებული კოდი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის დავბეჭდოთ 0-დან 5-მდე რიცხვები, ანუ იგივე რაც for ციკლის შემთხვევაში გავაკეთეთ.

#include <stdio.h>

int main() {

    int i = 0;

    while (i < 5) {
        printf("i - %d\n", i);
        i++;
    }

    return 0;
}

არსებულ მაგალითს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ i ცვლადი აღწერილია while ციკლის გარეთ, ხოლო i < 5 - პირობის შემოწმების შემდეგ, შესრულდება ციკლის ბლოკში არსებული კოდი, ხოლო შემდეგ i-ს ვზრდით 1-ით.

პ.ს. აუცილებელია i-ის გაზრდა რადგან თავიდან ავიცილოთ ე.წ. ჩაციკვლა.

do while ციკლი.

do while ციკლი მუშაობს თითქმის ისე, როგორც while, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით:

do while ციკლი მინიმუმ ერთხელ მაინც ასრულებს კოდის ბლოკს, რადგან პირობა მოწმდება ბოლოს და არა დასაწყისში.

მისი სინტაქსი გამოიყურება შემდეგნაირად:

do {
   // კოდი, რომელიც შესრულდება
} while (გამოსახულება 1);

განვიხილოთ სინტაქსი:

  • do { } — შეიცავს კოდის ბლოკს, რომელიც შესრულდება.
  • while (გამოსახულება 1); — წარმოადგენს პირობას, რომელიც შემოწმდება მას შემდეგ, რაც კოდის ბლოკი ერთხელ მაინც შესრულდება.

თუ პირობა ჭეშმარიტია → ციკლი გრძელდება

თუ პირობა მცდარია → ციკლი ჩერდება

#include <stdio.h>

int main() {

    int i = 0;

    do {
        printf("i - %d\n", i);
        i++;
    } while (i < 5);

    return 0;
}

გავარჩიოთ მაგალითი:

  • თავდაპირველად i არის 0
  • პროგრამა შედის do ბლოკში და ბეჭდავს i - 0
  • შემდეგ სრულდება i++ → i ხდება 1
  • ამის შემდეგ მოწმდება პირობა: i < 5

თუ პირობა ჭეშმარიტია → ციკლი ისევ ბრუნდება do ბლოკში
თუ პირობა მცდარია → ციკლი სრულდება.

do while მაგალითი, რომელშიც პირობა მცდარია.

#include <stdio.h>

int main() {

    int i = 10;

    do {
        printf("i - %d\n", i);
        i++;
    } while (i < 5);

    return 0;
}

გავარჩიოთ მაგალითი:

  • თავიდან i = 10
  • პროგრამა შედის do ბლოკში და ბეჭდავს:
    i - 10
  • შემდეგ ზრდის i-ს 1-ით → ხდება 11
  • ახლა მოწმდება პირობა: i < 5

პირობა მცდარია, რადგან 11 < 5 არ არის.

კოდი ერთხელ მაინც შესრულდა, რადგან do while-ში პირობა ბოლოში მოწმდება.

 


დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • C - შესავალი, გარემოს მომზადება
  • C - პირველი პროგრამა
  • C - კომენტარები
  • C - ცვლადები
  • C - მონაცემების შეტანა, გამოტანა (I/O)
  • C - მასივები
  • C - ციკლები
  • C - ფუნქციები
  • C - მიმთითებლები (Pointers)
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

30 ივლისი, 2026, 8:28:21

ვერსია 0.4.54