fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. HTML, CSS-ის კურსი
  4. CSS-ის სამი ტიპი(ები)
CSS-ის სამი ტიპი(ები)

CSS-ის სამი ტიპი(ები)

HTML დოკუმენტში არსებობოს CSS-ის გამოყენების სამი ტიპი, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია მარტივად მოვახდინოთ ელემენტის გასტილვა.

CSS-ის ტიპებია

  • inline CSS (ხაზსშიდა)
  • internal/embedded CSS
  • external CSS

განვიხილოთ სათითაო მათგანი მაგალითების მიხედვით.

რა არის inline CSS?

inline CSS გამოიყენება გახსნის თეგში style ატრიბუტის სახით, იხილეთ ქვემოთ მოცემული მაგალითი

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
    <title>Inline CSS</title>
</head>
 
<body>
    <p style="color:#ff0000; font-size:18px;">This is paragraph</p>
</body>
</html>

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • inline CSS-ის გამოყენების დადებითი მხარეა, მისი მარტივად გამოყენება, მისი დახმარებით შეგვიძლია უმარტივესად გავსტილოთ კონკრეტული ელემენტი დამატებითი CSS ფაილის შექმნის გარეშე.
  • ასევე მნიშვნელობანია გვახსოვდეს, რომ inline CSS-ის გამოყენებით სტილები ხდება პრიორიტეტული internal და external CSS-ებთან მიმართებით.

უარყოფითი მხარეები

  • უარყოფით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ კომპლექსური სტილები, რომლებიც საკმაოდ ართულებს კოდის გარჩევადობას და ასევე მოგვიწევს კოდის დუბლირება

რა არის internal CSS?

internal CSS-ის გამოყენება ხდება სპეციალურ style თეგში, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს <head></head> თეგის შიგნით და აუცილებელია თეგს ქონდეს გახსნის და დახურვის თეგები <style></style>

მოცემული თეგების შიგნით ჩვენ შეგვიძლია სტანდარტული CSS სინტაქსის დახმარებით დავწეროთ კოდი, რომელიც გავრცელდება მთლიანად დოკუმენტის იმ ელემენტებზე რომლებზეც ვიმოქმედებთ

მაგალითი:

<!DOCTYPE html>  
<html>
   <head>
      <style>  
         body {  
             background-color: dodgerblue;  
         }  
         h1 {  
             color: red;  
             padding: 50px;  
         }   
      </style>
   </head>
   <body>
      <h2>Internal Css</h2>
      <p>Cascading Style sheet types: inline, external and internal</p>
   </body>
</html>

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • საშუალებას გვაძლევს მარტივად განვასხვავოთ CSS კოდი HTML-დოკუმენტისგან inline CSS-თან შედარებით
  • აუცილებელია გვახსოვდეს, რომ internal CSS-ის თვისებები პრიორიტეტულია external CSS-თან შედარებით

უარყოფითი მხარეები

  • ზრდის HTML დოკუმენტის ზომას, რაც ართულებს მის დეველოპმენტს
  • სტილები ვრცელდება მხოლოდ იმ დოკუმენტზე რომელშიც მას ვიყენებთ

რა არის external CSS?

external CSS დეველოპმენტში ყველაზე გამოყენებული ტიპია, ის საშუალებას გვაძლევს გავმიჯონთ ერთმანეთისგან HTML დოკუმენტი და CSS-ის კოდი.

external CSS იდეალური საშუალებაა დიდი ზომის პროექტების დასაწერად, რადგან ყველა ფაილი თუ დოკუმენტი ცალ-ცალკე ერთმანეთისგან განცალკევებულად გვაქვს.

external CSS-ის გამოყენება ხდება <head></head> თეგში, <link> თეგის დახმარებით, რომელსაც არ სჭირდება დახურვის თეგი

მაგალითი:

HTML დოკუმენტი

<!DOCTYPE html>
<html>
  <head>
    <title>External CSS Example</title>
    <link rel="stylesheet" type="text/css" href="style.css">
  </head>
  <body>
    <p>This text is blue and 20px in size.</p>
  </body>
</html>

CSS ფაილი

p {
  color: blue;
  font-size: 20px;
}

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • განცალკევებული ფაილი CSS-ის კოდითვის
  • ბრაუზერს შეუძლეა მისი დაქეშირება, რაც ასწრაფებს ჩატვირთვის სისწრაფეს
  • შეგვიძლი მისი გამოყენება სხვა და სხვა დოკუმენტში

უარყოფითი მხარეები

  • ზრდის HTTP მოთხოვნებს სერვერთან, რომელმაც შესაძლოა შეანელოს ჩატვირთვის სისწრაფე

კურსში შემავალი თემები

🔗 CSS

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • გარემოს გამართვა დეველოპმენტისთვის
  • HTML-ის შესავალი, პირველი გაკვეთილი
  • CSS-ის შესავალი, დასაწყისი
  • კლასები და აიდები HTML, CSS-ში
  • ბლოკური და ინლაინ ელემენტები HTML-ში
  • როგორ მუშაობს პრიორიტეტები CSS-ში
  • რა არის box model CSS-ში?
  • რა არის favicon და როგორ დავაყენო ?
  • რა არის child combinator ( > ) სიმბოლო CSS-ში
  • HTML-ის სიები (lists)
  • ცხრილები (tables) HTML-ში
  • CSS-ის სამი ტიპი(ები)
  • ფორმები HTML-ში
  • CSS-ის კომბინატორები | რა არის "+" და რა არის "~" ?
  • პრაქტიკული დავალება (საიტის აწყობა)
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

9 აგვისტო, 2026, 19:05:29

ვერსია 0.4.57