გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube white icon svg გამოწერა

ბლოკური და ინლაინ ელემენტები HTML-ში

HTML, CSS-ის ინტენსიური კურსი

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ HTML CSS-ით ააწყოთ კომპლექსური ვებ გვერდები.

გაიგე მეტი

HTML-ში ყველა ელემენტს ანუ თეგს აქვს საწყისი (default) მნიშნველობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბლოკური ასევე ე.წ. "ინლაინ" მნიშვნელობა

ბლოკ ელემენტები HTML-ში

ბლოკური ტიპის ელემენტები ყოველთვის იწყებიან ახალი ხაზიდან, ბრაუზერი ავტომატურად უმატებს სივრცეებს ელემენტს დასაწყისსა და დასასრულში, რომელსაც ჩვენ შემდგომში "მერჯინს" დავუძახებთ (margin)

ბლოკური ტიპის ელემენტი მთლიანად ითვისებს ხელმისაწვდომ სიგანეს იმ კონტეინერში, რომელშიც წარმოდგენილია.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბლოკური ტიპის ელემენტებია <p> და <div> ელემენტები

<p> ელემენტი აღნიშნავს პარაგრაფს, ხოლო <div> აღნიშნავს (division)-ს ან სექციას.

გარდა ზემოთ ნახსენები ელემენტებისა ასევე გვაქვს მრავალი ბლოკური ტიპის ელემენტი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ MDN-ის დოკუმენტაციაში

ინლაინ ელემენტები HTML-ში

ინლაინ ელემენტები მხოლოდ იყენებს არსებული სივრციდან იმდენს რამდენიც მასში მოთავსებულ ინფორმაციას სჭირდება.

ასევე "ინლაინ" ტიპის ელემენტებს არ შეიძლება ქონდეს ჩვენს მიერ მინიჭებული სიგანე

კურსში შემავალი თემები

კომენტარები 1

rati rati
18/02/2023, 11:24:46

კაი კურსია