fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. HTML, CSS-ის კურსი
  4. HTML-ის შესავალი, პირველი გაკვეთილი
HTML-ის შესავალი, პირველი გაკვეთილი

HTML-ის შესავალი, პირველი გაკვეთილი

იმისთვის, რომ დავიწყოთ დეველპმენტი აუცილებელია შევქმნათ სამუშაო დირექტორია, რომელშიც გავაგრძელებთ შემდე მუშაობას და კოდის წერას.

Desktop-ზე გავაკეთოთ hello-world დირექტორია და ჩავაგდოთ ვიზუალ სტუდიო კოდში, შემდეგ შევქმნათ ახლი ფაილი და დავარქვათ index.html.

.html აღნიშნავს კონკრეტული ფაილის გაფართოებას, ანუ ტიპს.

<!DOCTYPE html> წარმოადგენს დოკუმენტის დეკლარაციას და ბრაუზერებს ეუბნება, რომ კონკრეტული დოკუმენტი არის HTML 5.0 ვერსიის.

HTML დოკუმენტი შედგება თეგებისგან რომლებსაც აქვთ გახსნის <html>  და დახურვის </html> თეგები.

რა არის <head> თეგი?

მოცემული თეგი წარმოადგენს ე.წ. მეტა ინფორმაციას ჩვენს დოკუმენტზე ასევე ამ თეგში იწერება დოკუმენტის სათაური, დამატებითი რესურსების თეგები მაგალითად CSS ფაილების მისამართები და ა.შ.

რა არის <body> თეგი?

body თეგში შედის დოკუმენტის ხილული ნაწილი, ანუ რაც ჩვენს ბრაუზერში ჩანს ვიზუალურად

რა არის <h1>...<h6> თეგები?

h ტიპის თეგები გამოიყენება სათაურებისთვის, ვიზუალურად მათში განსხვავებაა, რაც გულისხმობს შემდეგს: h1 თეგი არის ვიზუალურად ყველაზე დიდი ზომის და h6 პატარა.

გარდა ვიზუალური სხვაობისა h1 თეგი საძიებო სისტემებისთვის მეტად მნიშვნელოვანი თეგია h2-თან შედარებით და ა.შ.

რა არის <p> თეგი?

<p> თეგში წარმოდენილი უნდა იყოს ზოგადი ტექსტები, ისეთები, როგორებიცაა მაგალითად სტატიები და პროდუქციის ან რაიმეს ტექსტური აღწერები

რა არის <img> თეგი?

<img> თეგი მიეკუთვნება თეგებს, რომლებსაც არ აქვთ დახურვის </> თეგი, მაგრამ აქვს მინიმუმ 1 საჭირო ატრიბუტი რათა სწორად გამოჩნდეს ფოტო. <img src="./yourPhoto.jpg"> მოცემულ თეგში src="" წარმოადგენს ატრიბუტს, რომლშიც შენახული უნდა იყოს ფოტოს მდებარეობა.

<img> თეგს ასევე აქვს 1 რეკომენდირებული ატრიბუტი alt="", მოცმეულ ატრიბუტში ინახება ტექსტური ტიპის ინფორმაცია კონკრეტულ ფოტოზე, მაგალითად თუ ფოტოზე გამოსახულია მანქანა alt ატრიბუტში უნდა ეწეროს შემდეგნაირად <img src="./car.jpg" alt="მანქანის ფოტო">, alt ატრიბუტი ეხმარება საძიებო სისტემებს მიხვდეს, თუ რის შესახებაა კონკრეტული ფოტო.

რა არის <a> თეგი?

<a> თეგი წარმოადგენს ბმულს, ე.წ. ლინკს და გამოისახება შემდეგნაირად <a href="link">ბმულის დასახელება</a>

a თეგს აქვს 1 საჭირო ატრიბუტი href="" რომელშიც ინახება ბმულის მისამართი მაგალითად <a href="./detail.html">see more</a>. მოცემულ ბმულზე დაკლიკების შემთხვევაში ბრაუზერში გაიხსნება detail.html ფაილი.

თუ გვინდა ახლი ბმული გაიხსნას ბრაუზერის ახალ ჩანართში აუცილებელია a თეგში გამოვიტენოთ  target="_blank" ატრიბუტი

ვიდეოში გამოყენებული ღილაკების კომბინაციები

კომბინაცია ფუნქცია
command(ctrl)+s ფაილის შენახვა
command(ctrl)+r ბრაუზერის განახლება (დარეფრეშება)
alt+shift+down arrow ხაზის დაკოპირება და დაბლა ჩამოტანა
command(ctrl)+d ვიზუალ სტუდიო კოდში მონიშნული ტექსტის დამთხვევების პოვნა

კურსში შემავალი თემები

🔗 HTML

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • გარემოს გამართვა დეველოპმენტისთვის
  • HTML-ის შესავალი, პირველი გაკვეთილი
  • CSS-ის შესავალი, დასაწყისი
  • კლასები და აიდები HTML, CSS-ში
  • ბლოკური და ინლაინ ელემენტები HTML-ში
  • როგორ მუშაობს პრიორიტეტები CSS-ში
  • რა არის box model CSS-ში?
  • რა არის favicon და როგორ დავაყენო ?
  • რა არის child combinator ( > ) სიმბოლო CSS-ში
  • HTML-ის სიები (lists)
  • ცხრილები (tables) HTML-ში
  • CSS-ის სამი ტიპი(ები)
  • ფორმები HTML-ში
  • CSS-ის კომბინატორები | რა არის "+" და რა არის "~" ?
  • პრაქტიკული დავალება (საიტის აწყობა)
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

30 ივლისი, 2026, 3:44:41

ვერსია 0.4.54