fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები

კურსებიბლოგირეზიუმეებიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორებიფინანსებიჩვევები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. Dart-ის კურსი
  4. Dart: სიები (Lists)
Dart: სიები (Lists)

Dart: სიები (Lists)

Dart-ში, ისევე როგორც სხვა პროგრამირების ენებში საშუალება გვაქვს ცვლადს მივანიჭოთ ერთის მაგივრად რამდენიმე მნიშვნელობა, სხვა პროგრამირების ენებში მსგავს მონაცემთა ტიპს ეწოდებათ array ე.წ. მასივი, ხოლო Dart-ში ეძახიან List-ს.

მოდი აღვწეროთ list ცვლადი, რომელშიც შენახული იქნება რამდენიმე მნიშვნელობა მაგალითად 1, 2, 3

მაგალითი:

var list = [1, 2, 3];

მოცემულ მაგალითში Dart ავტომატურად ახდენს list ცვლადის ტიპიზაციას, რომელიც გამოისახება შემდეგნაირად

List<int> list = [1, 2, 3]

ინდექსაცია

როგორც სხვა უმარავ პროგრამირების ენაში ასევე დარტშიც list-ის ინდექსაცია იწყება 0 დან, ანუ თუ გვსურს list-ში პირველი ჩანაწერის დაბეჭვდა უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ჩანაწერი:

var list = [1, 2, 3];
print(list[0]) // დაიბეჭდება 1

list-ის სიგრძის გასაგებად გამოიყენება .length ჩაშენებული მეთოდი

მაგალითი:

var list = [1, 2, 3];
print(list.length) // დაიბეჭდება 3

ელემენტის შეცვლა list-ში

წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვა, რომ გვინდა list ცვლადში 3-იანს მივანიჭოთ სხვა მნიშვნელობა მაგალითად 10, ვინაიდან list ცვლადი არის var ტიპის ჩვენ ამისი საშუალება გვექნება შემდეგნაირად

var list = [1, 2, 3];
list[2] = 10;
print(list[2]) // დაიბეჭდება 10

თუ გვინდა მსგავსი მინიჭებისგან თავი დავიზღვიოთ, ან ვიცით რომ list-ის ელემენტების მოდიფიკაცია არ გვჭირდება ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ const საკვანძო სიტყვა [] სიმბოლოების წინ.

მაგალითი:

var list = const [1, 2, 3];
list[2] = 10; // დაფიქსირდება შეცდომა

 

 


კურსში შემავალი თემები

🔗 dart

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

  • Dart: შესავალი
  • Dart: ცვლადები
  • Dart: სიები (Lists)
  • Dart: სეტი (Sets)
  • Dart: მეპი (Maps)
  • Dart: Spread ოპერატორები
  • Dart: Control-flow ოპერატორები
  • Dart: ფუნქციები (functions)
  • Dart: კლასები
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC

დიზაინ სისტემა

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

4 აგვისტო, 2026, 15:57:35

ვერსია 0.4.54