fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. Dart-ის კურსი
  4. Dart: შესავალი
Dart: შესავალი

Dart: შესავალი

ვებ დეველოპმენტში დიდი დროის გატარების შემდეგ გადავწყვიტე გავარჩიო mobile დეველოპმენტი, კერძოდ flutter რომელიც საშუალებას გვაძლევს მრავალპლატფორმული დეველოპმენტის (cross-platform development).

რა არის cross-platform development?

როგორც მოგეხსენებათ დღესდღეობით ბაზარზე გვაქვს 2 ძირითადი ოპერაციული სისტემა Android და IOS, მობილური აპლიკაციების დასაწერად.

იმისთვის რომ ჩვენ აპლიკაცია დავწეროთ ორივე პლატფორმისთვის საჭიროა საერთოდ სხვადასხვა ტექნოლოგიების შესწავლა. Android სისტემისთვის საჭიროა შევისწავლოთ Cotlin ხოლო IOS-სთვის საჭიროა შევისწავლოთ Swift პროგრამირების ენები.

შესაბამისად ერთი აპლიკაციის დასაწერად ორივე პლატფორმისთვის რეალურად ორმაგი შრომა და რესურსია ჩასადები.

flutter გუგლის მიერ შექმნილი framework-ია რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი კოდის პრინციპით დავწეროთ აპლიკაცია, რომელიც იგივენაირად იმუშავებს, როგორც Android ასევე IOS ოპერაციულ სისტემებზე.

მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი კოდი flutter-ის მიერ გადაითარგმნება Cotlin-ზე და Swift-ზე ავტომატურად, რაც აგვარიდებს ზედმეტ შრომას.

რა არის Dart პროგრამირების ენა?

როგორც ზემოთ ავღნიშნე flutter არის framework, შესაბამისად სანამ მის გამოყენებას გადავწყვეტთ აუცილებელია ვისწავლოთ ენა, რომელზეც მოცემული framework მუშაობს.

სწორედ ეს ენაა Dart, რომელიც შექმნილია ასევე google-ის მიერ.

სანამ ენის გამოყენებას გადავწყვეტთ აუცილებელია Dart SDK-ის ინსტალაცია ჩვენს ლოკალურ მანქანაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავუშვათ dart-ზე დაწერილი კოდი.

ინსტალაციისთვის გირჩევთ გაეცნოთ მისი დაყენების ინსტრუქციას თქვენი ოპერაციული სისტემის მიხედვით მოცემულ ბმულზე

Dart ენა არის მკაცრად ტიპიზირებული ენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ შეცდომები ცვლადების ან მეთოდების აღწერისას, მაგრამ ასევე გვაქვს ე.წ. dynamic ტიპი, რომელიც შეგვიძლია მივანიჭოთ ცვლადს და სისტემა კოდის გაშვებისას ავტომატურად მიხვდება თუ რა ტიპის ინფორმაციას ინახავს ის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

Null safety პრინციპი

ენა ასევე არის ე.წ. null safety რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლადის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს null მანამ სანამ ამას ჩვენ თავად არ გადავწყვეტთ.

ბიბლიოთეკები

ენას ასევე ჩაშენებული აქვს მრავალი საჭირო ჩაშენებული ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უამრავი მზა ფუნქციონალი.

მოცემულ ბიბლიოთეკებს შეგვიძლია გავეცნოთ მოცემულ ბმულზე


კურსში შემავალი თემები

🔗 dart

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

  • Dart: შესავალი
  • Dart: ცვლადები
  • Dart: სიები (Lists)
  • Dart: სეტი (Sets)
  • Dart: მეპი (Maps)
  • Dart: Spread ოპერატორები
  • Dart: Control-flow ოპერატორები
  • Dart: ფუნქციები (functions)
  • Dart: კლასები
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
InstagramFacebookLinkedinTelegramDiscordYoutubeGithub

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.52