მოცემულ გაკვეთილში განვიხილავთ Dart-ში ცვლადებს.
განვიხილოთ პირველი მაგალითი
დარტის ცვლადებში ინახება მიმთითებლები. როგორც დარტის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ ჩვენ აღწერილი გვაქვს name ცვლადი, რომელიც შეიცავს მიმთითებელს String ტიპის ობიექტის, რომლის მნიშვნელობაც არის "Bob".
როგორც წინა გაკვეთილში ავღნიშნეთ Dart არის მკაცრად ტიპიზირებული ენა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ზემოთ მოცემულ მაგალითს არსად არ გვაქვს მიწერილი თუ რა ტიპის მნიშვნელობა უნდა შეინახოს name ცვლადში.
ამას Dart ავტომატურად აკეთებს და name ცვლადს მიანიჭებს მისი საწყისი მნიშვნელობის ტიპს, ანუ ვინაიდან "Bob" წარმოადგენს String ტიპს name ცვლადიც აღიქმება, როგორც String ტიპის.
იმ შემთხვევაში თუ ცვლადს მინიჭებული აქვს რამდენიმე ტიპის მნიშვნელობები ჩვენ შეგვიძლია მას მივანიჭოთ Object ტიპი, ან dynamic.
მაგალითი:
სურვილისამებრ ჩვენ ასევე მკაცრად შეგვიძლია გავუწეროთ ცვლადს თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა შეინახოს მასში.
მაგალითი:
წინა გაკვეთილში ასევე ვახსენეთ, რომ Dart არის null safety პროგრამირების ენა.
როდესაც ჩვენ ავღწერთ ცვლადს ან პარამეტრს ჩვენ გვაქვს საშუალება მივუთითოთ შესაძლებელია თუ არა მიენიჭოთ მათ null მნიშვნელობა, ამის გამოსაყენებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ? სიმბოლო
მაგალითი:
Dart-ში აუცილებელია ცვლადს მინიჭებული ქონდეს რაიმე საწყისი მნიშვნელობა სანამ მის გამოყენებას დავიწყებთ, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ავღწეროთ ცვლადი საწყისი მნიშვნელობის გარეშე.
როდესაც ვიყენებთ ? სიმბოლოს ეს ნიშნავს, რომ მისი საწყისი მნიშვნელობა შეგნებულად გვაქვს null.
მოცემულ ცვლადს აქვს გამოყენების ორი ვარიანტი
მაგალითი:
იმ შემთხვევაში თუ არ გვჭირდება ცვლადის აღწერის და მინიჭებული მნიშვნელობის ხელახლა მინიჭება ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ცვლადის ორი ტიპი ესენია: final და const ტიპები.
final ცვლადი შეგვიძლია აღვწეროთ და მივანიჭოთ მნიშვნელობა მხოლოდ ერთხელ, ხოლო const ცვლადი არის კომპილაციის დროს აღწერილი კონსტანტა (მნიშვნელობა არ შეიძლება შეიცვალოს).
მაგალითი:
იმ შემთხვევაში თუ ვეცდებით name-ს მივანიჭოთ ახალი მნიშვნელობა მივიღებთ შეცდომას
მაგალითი:
იმ შემთხვევაში თუ const ტიპის ცვლადის გამოყენება გვინდა კლასში საჭიროა გამოვიყენოთ static const ჩანაწერი სადაც ვახდენთ ცვლადის აღწერას.
const ცვლადის გამოყენების მაგალითი:
final ცვლადის გამოყენების მაგალითი:
შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა
ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით