მოგესალმებით! დღევანდელ ბლოგში შევეცდები ვისაუბრო ტოპ 10 მიზეზზე, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ვებ დეველოპმენტი.
სანამ ბლოგის კითხვას გააგრძელებთ, მინდა ავღნიშნო, რომ მოცემული მიზეზები, არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელსაც შესაძლოა თქვენ არ ეთანხმებოდეთ.
თუ ფიქრობთ რომელიმე მიზეზის ამოღებას და სხვა მიზეზით ჩანაცვლებას, შეგიძლიათ მომწეროთ val-do.com-ის ტელეგრამ ჯგუფში.
პირველ და ყველაზე მარტივ მიზეზად, შემიძლია დავასახელო სწავლის დაწყება ყოველგვარი ფინანსური ინვესტიციის გარეშე, საკმარისია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის ქონა.
თქვენ მარტივად შეგიძლიათ უფასო რესურსებით დაიწყოთ, მაგალითად youtube.com-ზე ან თუნდაც val-do.com-ზე არსებული უამრავი ვიდეო გაკვეთილით.
სწავლის დასაწყებად მთავარია თქვენი მონდომება.
პროგრამირების შესწავლა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ასევე არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ასაკის ხართ, პირადად მე, მქონია შემთხვევები როდესაც დეველოპმენტის სწავლა 45 წლის ადამიანს უფრო კარგად გამოსდიოდა, ვიდრე 21 წლის ადამიანს.
მოცემული სფერო, საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ და მარტივად დასაქმდეთ მაღალ ანაზღაურებად სამსახურში, ან დაიწყოთ თქვენი პირველი ციფრული სტარტაპი, უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე.
როდესაც ხართ პროგრამისტი, გაქვთ სასურველი სამსახურის არჩევის დიდი შესაძლებლობა, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სამსახური, რომელიც არ მოითხოვს თქვენს ყოველდღიურ სიარულს ფიზიკურ ოფისში.
თუ თქვენ გადაწყვეტთ თქვენი კარიერა ე.წ. ფრილანსერის გზით განავითაროთ, შეძლებთ იმუშაოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მოგესურვებათ.
მას შემდეგ რაც პირველ ნაბიჯებს გადადგამთ, მიხვდებით თუ რამდენად საინტერესოა. პროგრამირება გაძლევთ შესაძლებლობას გაუმკლავდეთ რთულ გამოწვევებს და გადაჭრათ სირთულეები.
კოდის წერა შემოქმედებითი პროცესია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნათ და ფრთები შეასხათ თქვენს იდეებს.
უნიკალური სიამოვნებაა, როდესაც ცარიელი ფურცლიდან იწყებთ და ქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც სხვა ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას.
ციფურლ სამყაროში, ყოველდღიურად იზრდება ვებ საიტების დამზადების და დეველოპმენტის საჭიროება, ალბათ დღეს რთულად წარმოსადგენია ბიზნესი, რომელსაც არ აქვს თავისი ვებსაიტი.
რაც დრო გადის, მით მეტად იზრდება მოთხოვნა პროგრამისტებზე, შესაბამისად არ იდარდებთ იმაზე, რომ ეს პროფესია მალე გახდება ჩამოსაწერი.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს აშინებს ხელოვნური ინტელექტი და თვლის, რომ ამ პროფესიას მალე ჩაანაცვლებს, მაგრამ მინდა განუგეშოთ.
ხელოვნური ინტელექტი არის ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება უფრო კარგ პფოფესიონალებად ჩამოყალიბებაში და რუტინული საქმეებისგან თავის არიდებაში.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამირების სწავლას საფუძვლებით დაიწყებთ, შესწავლა მარტივია. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მოთმინება.
პროგრამირების სწავლისას, ნასწავლი მასალის პრაქიკაში გამოყენება გვაძლევს საშუალებას, სიღრმისეულად გავიაზროთ განვლილი მასალა.
სწავლისას, მთავარია ყველაფერი საფუძვლიანად გავიაზროთ და არ გამოვტოვოთ ფუნდამენტური საკითხები.
წარმოიდგინეთ, შეგიძლია საქართველოდან იმუშავო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, შენ უბრალოდ გჭირდება კომპიუტერი და ინტერნეტი.
არის უამრავი საიტები, რომლებიც დაგვეხმარება სამსახურის მოძიებაში საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ არ მინდა არასწორი მოლოდინები გქონდეთ,
პირველი სამსახურის დაწყება საკმაოდ რთულია და თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.
დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გსმენიათ იმ მაღალ ანაზღაურებაზე, რომელიც პროგრამისტებს აქვთ. მართლაც, კარგ პროგრამისტს ნამდვილად კარგი შემოსავალი აქვს.
მთავარია არ შეგვექმნას არასწორი წარმოდგენა, რომ კარგი ანაზღაურება მარტივად მოდის, ეს თქვენგან უდიდესი შრომის და დროის ჩადებას მოითხოვს.
პროგრამირება საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად განვვითარდეთ, რადგან ეს სფერო ძალიან სწრაფად იცვლება.
სიახლეების გათავისება გვაიძულებს მუდმივ განვითარებას, რაც გვეხმარება პრობლემების გადაჭრის ახალი მეთოდების დამუშავებაში და ჩვენი გონების აქტიურობის შენარჩუნებაში.
პროგრამირება გაძლევს საშუალებას გამოიმუშავოთ პრობლემის გადაჭრის უნარი ცივი გონებით.
შენ გამოიმუშავებ უნარს, რთული კომპლექსური პრობლემები დაშალო მარტივ პრობლემებად და გადაჭრა ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ.
გარდა პროფესიისა ეს უნარები პირად ცხოვრებაშიც ძალიან კარგად წაგადგებათ.
ზემოთ ვეცადე ჩამომეთვალა ჩემი აზრით ტოპ 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაიწყოთ პროგრამირების შესწავლა დღეს.
მიუხედავათ ამ მიმზიდველი ბენეფიტებისა, მინდა არ შეხვიდეთ შეცდომაში და არ შეგექმნათ არასწორი წარმოდგენები, იმის შესახებ რომ, პროგრამისტად ჩამოყალიბება მარტივი შრომით არის შესაძლებელი.
პროგრამირების შესასწავლად საკმაოდ რთული გზა გაქვთ გასავლელი, რომელიც ნამდვილად არაა ერთ ორ დღეში შესწავლადი.
მინდა კარგად გახსოვდეთ და გაიაზროთ, რომ ამ სფეროს შესწავლას სჭირდება დიდი მოთმინება და თადაუზოგავი შრომა, გახსოვდეთ, პირველი სამსახურის დაწყება ყველაზე რთულია.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ბლოგს, რომელშიც ვისაუბრე ტოპ 10 მიზზეზე, თუ რატომ ანებებენ ადამიანები პროგრამირების სწავლას თავს.