გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?

რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?

მოგესალმებით, დღევანდელ ბლოგში შევეცდები მოკლედ განვიხილო მიზეზები, თუ რატომ ანებებენ ადამიანები პროგრამირების სწავლას თავს.

ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო სწავლის დანებების ტოპ 10 მიზეზი.


1. მოთმინების ნაკლებობა.

ბევრი ფიქრობს, რომ პროგრამირების შესწავლა მარტივი და სწრაფი პროცესია. თუმცა რეალობა სხვაგვარია - ეს ძალიან დიდ დროს და პრაქტიკას მოითხოვს.

ხშირად ადამიანებს, თუნდაც სხვადასხვა აკადემიის რეკლამებიდან, მცდარი მოლოდინები უჩნდებათ პროგრამირების შესწავლის მიმართ, როგორც წესი, შედეგს რამდენიმე თვეში ელოდებიან, მაგრამ როდესაც რეალობას ეჯახებიან, მოტივაციაც მარტივად იკარგება.

2. სირთულის შეგრძნება.

ხანდახან არის მომენტები როდესაც მოთმინების ნაკლებობა არაა პრობლემა, მაგრამ პროგრამირების შესწავლისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმაოდ დიდი და კომპლექსური სფეროა, როდესაც ნელ-ნელა გამორკვევას ცდილობთ, საკმაოდ დიდი თავსატეხი ჩნდება - როგორ ავითვისებ ამდენ მასალას?

სწორედ ამ დროს ბევრი ნებდება და გონია, რომ ამას ვერ შეძლებს, არადა არც ისე რთულია თუ საფუძვლებით დაიწყებთ და მყისიერად დიდ და რთულ პროექტებს არ შეეჭიდებით.

3. არარეალური მოლოდინები.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც პროგრამირების სწავლას გადაწყვეტენ, აქვთ მოლოდინი, რომ დღეში რამოდენიმე საათით პროგრამისტები გახდებიან და მალვევე ექნებათ მაღალი ხელფასი.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ მოლოდინების წარმოქმნაში სასწავლო აკადემიების მარკეტინგულ ხრიკებასაც დიდი გავლენა აქვთ.

პროგრამისტად ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი და როდესაც მოლოდინები რეალობას არ ემთხვევა მოტივაცია მარტივად ქრება.

4. წარუმატებლობის შიში.

პროგრამირების სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას ზოგი ისე იღებს თითქოს ეს სფერო მისთვის არაა და გონია ამ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

სწორედ ეს ხდება ზედმეტი თვითკრიტიკის მიზეზი და ადამიანები არწმუნებენ თავს, რომ მათ ეს არ გამოუვათ.

მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ შეცდომებს ყველაზე გამოცდილი პროგრამისტებიც ათასობით უშვებენ, შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა, სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებისას და გააზრებისას სწავლობთ პროგრამირებას სიღრმისეულად, მთავარია არ დანებდეთ.

5. მკაფიო მიზნის არ ქონა.

არის მომენტები, როდესაც პროგრამირების სწავლა მეგობრის რჩევით გადაწყვიტეთ, მაგრამ, არ გაქვთ გააზრებული თუ სად ხედავთ თავს მომავალში, პროგრამირებას უამრავი მიმართულება აქვს, მაგალითად Frontend, Backend, DevOps და კიდევ მრავალი, თავად ეს მიმართულებებიც ასობით შეგვიძლია ჩავშალოთ.

სანამ ამ სფეროში ფეხის შემოდგმას გადაწყვეტთ, ჯობს კარგად გაარკვიოთ თუ რა გაინტერესებთ, მოუსმინოთ იუთუბზე, წაიკითხოთ ბლოგები და კარგად გამოარკვიოთ, რომელი მიმართულებით განავითაროთ თქვენი კარიერა.

როდესაც არ გაქვთ მიზანი, სწავლაც უაზროდ გეჩვენებათ.

6. პრაქტიკის ნაკლებობა.

საკმაოდ ბევრ სტუდენტს შევხვედრილვარ და მათთან საუბარში გამომირკვევია მათი მოლოდინები, რომ როდესაც რაიმე ვიდეო კურსს გაივლიან და რამდენიმე პროექტს გააკეთებენ, ექმნებათ წარმოდგენა, რომ ეს საკმარისია და უკვე სამსახურიც მალევე უნდა დაიწყონ.

მხოლოდ ვიდეობის ყურება, წიგნების კითხვა საკმარისი არ არის. თუ ყოველდღიურად არ დაიწყებთ კოდის წერას, ვერ იგრძნობთ, როგორ უნდა გამოიყენოთ განვლილი ვიდეო გაკვეთილის მასალა პრაქტიკაში.

7. სხვებთან შედარება.

ბევრი დამწყები საკუთარ თავს შედარებას უკეთებს გამოცდილ პროგრამისტებთან და იმედგაცრუებული რჩებიან, იმით, რომ მათ ისევე მარტივად არ ესმით კონკრეტული თემა ჯავასკრიპტში ან ნებისმიერ ენაში, როგორც გამოცდილებს.

გახსოვდეთ, სწავლის ტემპი ყველას სხვადასხვა აქვს, არასდროს არ შეადაროთ თქვენი თავი სხვას, დაისახეთ თქვენი მიზანი და მიყევით მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ.

8. ინტერესის ნაკლებობა.

ზოგიერთი ადამიანი იწყებს პროგრამირების სწავლას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს “მოდაშია” ან მაღალი ანაზღაურება მოსწონს, რომელიც მეგობარმა ურჩია. თუმცა, თუ რეალურად არ გაინტერესებთ, დიდი შანსია, მალე დანებდეთ.

მინდა გირჩიოთ, სანამ რაიმე კურსის შეძენას გადაწყვეტთ მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, თუ რა დროის და შრომის რესურსის ჩადებას მოითხოვს ეს პროფესია თქვენგან, იმ შემთხვევაში თუ მზად იქნებით დიდი შანსია გამოგივიდეთ.

9. ცუდი სასწავლო რესურსები.

თუ მოძველებულ ან რთულად გასაგებ მასალებს იყენებთ, სწავლა უფრო დამღლელი და ნაკლებად საინტერესო ხდება.

ეცადეთ მოიძიოთ მეგობრებისგან თუ, რომელი კურსის გავლა სჯობს და რატომ, დაპოსტეთ შესაბამის ჯგუფებში, რათა რეალური პიროვნებებისგან გაარკვიოთ ამა თუ იმ კურსის ხარისხი.

გახსოვდეთ ყველა ადამიანი ინდივიდუალაურად ითვისებს ახსნილ მასალას, არ ჩაიქნიოთ ხელი თუ რომელიმე კურსის ავტორის ახსნის სტილი თქვენ არ მოგერგებათ, ნახეთ სხვა კურსი, რომელიც თქვენთვის მეტად გასაგები და საინტერესო იქნება.

10. მხარდაჭერის არარსებობა.

თუ თქვენთან არ არიან ადამიანები, ვინც დაგეხმარებათ ან გაგიზიარებენ გამოცდილებას, სწავლა რთულდება და მოტივაცია იკლებს.

ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ჯგუფები, სადაც თქვენნაირი დამწყებები არიან, რომლებიც თქვენნაირ პრობლემას ყოველდღიურად აწყდებიან, ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ მარტო არ ხართ, შესაბამისად მეტი შანსია არ გაჩერდეთ და წინსვლა გააგრძელოთ.


დასკვნა.

ეს იყო ის 10 მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხშირად ანებებენ პროგრამირების სწავლას. გახსოვდეთ, ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. დასახეთ პატარა მიზნები, გადადგით ყოველდღიური ნაბიჯები და არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. წარმატებას დროთა განმავლობაში მიაღწევთ.

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

რატომ ანებებენ ...

რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?

წერტილი თუ ფრჩხ...

წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები

რა არის Garbage...

რა არის Garbage collection (GC) JavaScript-ში

Nginx-ის ინსტალ...

Nginx-ის ინსტალაცია Macintosh-ზე