fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. კურსები
  3. Node.js-ის კურსი
  4. Node.js-ის ინსტალაცია, გარემოს გამართვა
Node.js-ის ინსტალაცია, გარემოს გამართვა

Node.js-ის ინსტალაცია, გარემოს გამართვა

სანამ უშუალოდ გაკვეთილებზე გადავალთ, აუცილებელია Node.js-ის დაინსტალირება ჩვენს ოპერაციულ სისტემაზე, ინსტალაციის პროცესი არც ისე რთულია და უმარტივესად ხდება.

ინსტალაციის პროცესი (Mac, Windows)

ვინდოუს ოპერაციულ სისტემაზე Node.js ინსტალაცია უმარტივესია, უბრალოდ შევდივართ მოცემულ ბმულზე ვიწერთ აპლიკაციას და მივყვებით ინსტრუქციას, გადმოწერისას აუცილებელია ავირჩიოთ სასურველი ოპერაციული სისტემა და შემდეგ დავიწყოთ გადმოწერა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოპერაციული სისტემა Windows-ია გირჩევთ დავაყენოთ Git Bash ტერმინალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ Linux-ის ტერმინალის ბრძანებები.

Git bash-ის დაყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე, ინსტალაციის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩემი რეკომენდაციაა შევისწავლოთ Linux-ის ძირითადი ბრძანებები, რაც საშუალებას მოგვცემს ტერმინალის დახმარებით შევქმნათ, დავარედაქტიროთ ფაილები.

ინსტალაციის პროცესი (Linux)

შესაძლოა Linux-ზე ინსტალაცია მაკინტოშისგან და ვინდოუსისგან ცოტა განსხვავდებოდეს, მაგრამ თუ მოცემულ ბმულზე გადავალთ, ავარჩევთ შესაბამის დისტრიბუციას და მივყვებით ინსტრუქციებს ძალიან მარტივად მოვახერხებთ მის დაინსტალირებას.

თუ მაინც ვერ ვახერხებთ ინსტალაციას დოკუმენტაციიდან შეგიძლიათ პროცესის გასამარტივებლად chatGPT გამოიყენოთ.

გადამოწმება

ინსტალაციის პროცესის დასრულების შემდგომ აუცილებელია დავრწმუნდეთ და კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, რამდენად კარგად ჩაიარა პროცესმა, ამისთვის Windows-ზე გავხსნათ CMD (Command prompt) მაკზე და ლინუქსზე Terminal და ჩავწეროთ შემდეგი ბრძანება node --version.

Enter ღილაკზე დაჭერის შემდგომ ტერმინალში დაიბეჭდება მსგავსი რამ v21.6.0. მოცემული ჩანაწერი ადასტურებს Node.js-ის წარმატებულ ინსტალაციას და ბეჭდავს თუ რომელი Node-ის ვერსია დავაყენეთ ჩვენს მანქანაზე.


კურსში შემავალი თემები

🔗 javascript🔗 js

დამატებითი რესურსები

  • Telegram
  • Discord

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის კუ...

ჯავასკრიპტის კურსი

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის კურს...

Node.js-ის კურსი

Dart-ის კურსი...

Dart-ის კურსი

C პროგრამირების...

C პროგრამირების ენის საფუძვლები

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

  • რა არის Node.js?
  • Node.js-ის ინსტალაცია, გარემოს გამართვა
  • Node.js-ის მოდულები
  • Node.js-ის fs მოდული
  • Node.js-ის events მოდული
პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
InstagramFacebookLinkedinTelegramDiscordYoutubeGithub

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.52