Frontend დეველოპმენტი პროგრამირების ერთ-ერთი გავრცელებული და მოთხოვნადი მიმართულებაა, დღევანდელ ბლოგში შევეცდები, მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა, თუ რას წარმოადგენს ის.
იმედი მაქვს ეს ბლოგი დაგეხმარებათ სწორი მიმართულების არჩევაში თქვენს კარიერულ გზაზე.
როდესაც თქვენ ხსნით რაიმე საიტს, რასაც თქვენ ხედავთ, აკლიკებთ თუ აკეთებთ რაიმე ინტერაქციას ვებ-გვერდთან ეს ყველაფერი წარმოადგენს Frontend დეველოპმენტის შედეგს.
Frontend დეველოპმენტი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის ყველა იმ ნაწილზე, რომელთანაც მომხმარებელი შედის ინტერაქციაში, საიტის ფერი, დიზაინი, შრიფტი, ელემენტების განლაგება და კიდევ მრავალი სხვა.
მოცემული განხრის მთავარი მიზანია, საიტის ვიზუალური მხარე და მასთან დაკავშირებული თემები, ისეთები როგორებიცაა:
Frontend დეველოპერის მთავარი ამოცანაა, დიზაინერის მიერ მომზადებული დიზაინის კოდად გარდაქმნა, რაც თავისთავად მოიცავს შემდეგ თემებს:
Frontend დეველოპმენტი ძირითადად მოიცავს შემდეგ ტექნოლოგიებს:
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების ცოდნა არაა საკმარისი და Frontend დეველოპერისთვის ასევე აუცილებელია გაარჩიოს შემდეგი ტექნოლოგიები:
თუ დაინტერესებული ხართ ამ პროფესიის შესწავლით და გინდათ დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში, ეს უნარები და ცოდნა გამოგადგებათ:
დაიწყეთ HTML-ის შესწავლით და კარგად გაიაზრეთ თუ როგორ მუშაობს ვებ-გვერდის სტრუქტურა, ისწავლეთ CSS ენა და დარწმუნდით, რომ თქვენი ვებ-გვერდი თავსებადია ყველა თანამედროვე ბრაუზერთან თუ მოწყობილობასთან.
შეისწავლეთ JavaScript-ის და პროგრამირების საფუძვლები, არ გამოტოვოთ არც ერთი პატარა თემაც კი.
ისწავლეთ, თუ როგორ გამოჩნდეს თქვენი ვებ-გვერდი ყველა ზომის ეკრანზე ოპტიმალურად, შეისწავლეთ Git ვერსიების კონტროლის სისტემა, სცადეთ თანამედროვე JavaScript framework-ები, როგორებიცაა Reactjs, Angular ან Vue.js
თეორიული ცოდნა არაფერია, თუ პრაქტიკით არაა გამყარებული, დაიწყეთ ყველაზე მარტივი პროექტების კეთება და ნელ-ნელა ეცადეთ გადახვიდეთ რთულ პროექტბზე. გაიღმავეთ თქვენი პრობლემების გადაჭრის უნარები ისეთი ვებ-გვერდებით, როგორებიცაა მაგალითად codewars და leetcode.
პროგრამირება ყოველდღიურად იცვლება, არ დაკმაყოფილდეთ დღევანდელი ცოდნით, ყოველთვის ეცადეთ გაარჩიოთ ახალი ტექნოლოგიები რათა დარჩეთ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი.
Frontend დეველოპმენტი კრეატიულობისა და ტექნიკური უნარების საინტერესო შერწყმაა. თუ გატაცებული ხართ დიზაინით, გიყვართ პრობლემების გადაჭრა ან უბრალოდ გსიამოვნებთ, როცა ყველაფერი იდეალურად მუშაობს, ფრონტენდი გთავაზობთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, შექმნათ მნიშვნელოვანი და მომხმარებელზე მორგებული გამოცდილებები. თუ მზად ხართ, ჩაეფლოთ ვებ დეველოპმენტის სამყაროში, დაიწყეთ საფუძვლებიდან, იმუშავეთ პროექტებზე და დაინახეთ, სად მიგიყვანთ თქვენი ცნობისმოყვარეობა!