გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
როგორ დავრჩეთ მოტივრებული ?

როგორ დავრჩეთ მოტივრებული ?

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ, თუ როგორ დავრჩე მოტივირებული ვებ პროგრამირების შესწავლის დროს.

თუ დამწყები დეველოპერი ხართ, ალბათ ხშირად გამოგიცდიათ დემოტივაცია გარკვეული კურსის თუ პროგრამირების ენის შესწავლისას, მინდა გითხრა, რომ მარტო არ ხართ და ყოველდღიურად, როგორც დამწყებ დეველოპერებს, ისევე გამოცდილებსაც გვაქვს მსგავსი სახის დემოტივაცია.

ახლა გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ვებრძვი მას და ვრჩები მოტივირებული.

მოტივაცია, მოგეხსენებათ, ყველასთვის სხვადასხვანაირად აღიქმება, ამიტომ დიდი შანსია ჩემი გამოცდილება თქვენს პერსონაზე არ მოქმედებდეს.
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაქვთ რაიმე დავალება, ე.წ. “თასქი” ან თუნდაც დაგეგმილი გაკვეთილი გაქვთ, მაგრამ ძალიან გეზარებათ და ვერანაირად ფოკუსირდებით.

დემოტივაციის დაძლევის საპირისპირო ძალა არის მოქმედება და მხოლოდ მოქმედება… არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარაა ქმედება, უბრალოდ ადექით და რამე გააკეთეთ, ამ დროს ხშირად ვიყენებ ჩემს საყვარელ წინადადებას 0-ს ყოველთვის სჯობს 1 ასევე 0-ს სჯობს 0.00001-იც.

ეცადეთ თქვენი საქმე დაყოთ უმცირეს ნაწილებად და ისე მოახერხოთ მისი დასრულება. დამიჯერეთ, როგორც არ უნდა უმოტივაციოდ იყოთ, როგორც კი პატარა დავალებას მაინც შეასრულებთ, ის უკვე დადებითად იმოქმედებს თქვენს მოტივაციაზე და ყოველი პატარა, თუნდაც მიზერული შესრულებული საქმე ნელ-ნელა დაგმუხტავთ დადებითი ენერგიით და წინ გაგიძღვებათ დემოტივაციის დაძლევაში.

მოტივაცია, უხეშად რომ ვთქვათ, არის კუნთივით და მისი გამომუშავება შესაძლებელია.

ასევე არის მომენტები, როდესაც მოტივაციას რაიმე რთული პროგრამირების დავალება გვაკარგინებს. ვუზივართ, ვცდილობთ ამოვხსნათ არსებული პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოგვდის, ამ დროს ხშირად ვვარდებით ე.წ. თვით გვემაში და თავი დედამიწის ზურგზე ყველაზე სულელი გვგონია…
დამიჯერეთ თქვენ მარტო არ ხართ… მსგავს შემთხვევას პირადად მე ხანდახან კვირაში ან დღეში რამდენჯერმეც კი ვაწყდები, მაგრამ საბედნიეროდ უკვე გამოვიმუშავე უნარი, რომელიც მეხმარება მარტივად ვფოკუსირდე და ისევ ახალი მოტივაციით შევუდგე საქმეს, ახლა კი ვისაუბროთ თუ როგორ დავამარცხოთ ეს პრობლემა.

ზემოთ ხსენებული პრობლემის დასამარცხებლად, ხანდახან უბრალოდ უნდა ადგე და ჰაერზე გახვიდე, რამენაირად უნდა სცადო შენი გონება დააკავო განსხვავებული საქმით, უბრალოდ ადექით და ჰაერზე გადით. 5-10 წუთი გასეირნება ან უბრალოდ კომპიუტერიდან ადგომა და შინაური ცხოველის მოფერებაც კი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი გონების განახლების ღილაკს მიწვდეთ და განაახლოთ ის :) “დაარეფრეშოთ”.

მოდი ამ აბზაცის ქვემოთ განვიხილოთ უკიდურესი შემთხვევა, როდესაც ყველანაირად ცდილობ კონცენტრაციას, მოტივაციას, მაგრამ მაინც არაფერი გამოგდის… ამ დროს მინდა საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა როგორ გამოვიძინე?

ძალიან ნაცნობი შემთხვევაა როდესაც დატვირთული გრაფიკის ან თუნდაც უბრალოდ კარგი გართობის გამო ზედიზედ რამდენიმე დღე გვიან დაიძინე და შენს სხეულს ძილი ძალიან აკლია, ასეთ შემთხვევაში დამიჯერეთ არაფერი გიშველით ისე, როგორც კარგად გამოძინება და ახალი ენერგიით დამუხტული მთებსაც კი გადადგავთ.

დღევანდელ ბლოგში მიმოვიხილე პირადად ჩემი გამოცდილება, რომელიც სწავლის ან უბრალოდ სამსახურში ყოფნის დროს მოტივაციას ეხებოდა, დანარჩენს კი ჩემს YouTube არხზე ვიდოს სახით მოგახსენებთ

კურსები პროგრამირების შესახებ

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის (J...

ჯავასკრიპტის (Javascript) უფასო კურსი დამწყებთათვის

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი დამწყებთათვის

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი დამწყებთათვის

ეთიკური ჰაკინგი...

ეთიკური ჰაკინგის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი დამწყებთათვის

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის უფას...

Node.js-ის უფასო კურსი დამწყებთათვის

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ინგლისური ენის ...

ინგლისური ენის მნიშვნელობა პროგრამირების სამყაროში

როგორ ავაჩქაროთ...

როგორ ავაჩქაროთ საიტი, loading ატრიბუტის დახმარებით

nginx-ის კონფიგ...

nginx-ის კონფიგურაცია (ჩემი ჩანაწერები)

რა არის srcset ...

რა არის srcset ატრიბუტი და რესპონსიული სურათები?