გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
VS Code-ის ტოპ 8 ღილაკების კომბინაცია (shortcuts)

VS Code-ის ტოპ 8 ღილაკების კომბინაცია (shortcuts)

იმისთვის, რომ დეველოპმენტი ბევრად ავაჩქაროთ და რაც შეიძლება ნაკლები დრო დავკარგოთ ტექსტური რედაქტორის საჭირო ფუნქციების საპოვნელად, აუცილებელია, ვიცოდეთ იმ ღილაკების კომბინაციები, რომლებიც დღეში რამდენიმე წუთს დაგვიზოგავს.

დღევანდელ ბლოგში, განვიხილავ VS Code-ის ტოპ 8 ღილაკის კომბინაციას, ეგრედ წოდებულ shortcut-ებს.

  1. სწრაფი ფაილების ძიება
  2. ინტეგრირებული ტერმინალის გამოძახება
  3. სახელის გადარქმევა
  4. მსგავსებების მონიშვნა
  5. მულტი კურსორი
  6. Command Palette
  7. File Explorer-ის გამოჩენა/დამალვა
  8. სწრაფი დაკომენტარება

1. სწრაფი ფაილების ძიება.

Shortcut: Ctrl + P (Windows/Linux) / Cmd + P (Mac)

როდესაც ჩვენი პროექტის ფაილური სტრუქტურა ზომაში იზრდება, რთულია სასურველი ფაილის მაუსით ძებნა.

მოცემული ბრძანებით, გამოდის ჩანართი, რომლის დახმარებითაც სასურველი ფაილი მარტივად მისი დასახელებით შესაძლებელია ვიპოვოთ ჩვენი პროექტის დირექტორიაში.

2. ინტეგრირებული ტერმინალის გამოძახება.

Shortcut: Ctrl + ` (Windows/Linux/Mac)

არ აქვს მნიშვნელობა ხართ დამწყები პროგრამისტი თუ გამოცდილი, VS Code-ის ინტეგრირებული ტერმინალის გამოყენება თქვენი დეველოპმენტის განუყოფელი ნაწილი აუცილებლად იქნება.

ტერმინალის გასახსნელად და დასახურად (toggle terminal) ბრძანება საკმაოდ აწევს თქვენს პროდუქტიულობას, იმის მაგივრად, რომ ყოველ ჯერზე მენიუდან გავხსნათ.

უბრალოდ დავაჭიროთ Ctrl + ` ღილაკების კომბინაციას და სურვილის შემთხვევაში გამოვაჩინოთ ან დავმალოთ.

3. სახელის გადარქმევა.

Shortcut: F2 (Windows/Linux/Mac)

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც დიდ ფაილში მოგიწიათ ფუნქციის, ცვლადის ან კლასის სახელის გადარქმევა, წარმოიდგინეთ რამდენად რუტინულია მოძებნოთ ეს სახელი და სათითაოდ გადაარქვათ, დამიჯერეთ სადმე მაინც შეიძლება გამოგრჩეთ რამე.

სწორედ ამისთვის არსებობს ეს ბრძანება, უბრალოდ დავდგებით იმ ცვლადის, ფუნქციის ან კლასის სახელზე მოვნიშნავთ დავაჭერთ F2-ს ჩავწერთ სასურველ სახელს და მთელი ჩვენი ფაილი შეიცვლება.

4. მსგავსებების მონიშვნა.

Shortcut: Ctrl + D (Windows/Linux) / Cmd + D (Mac)

ხანდახან არის, შემთხვევა, როდესაც გვჭირდება ერთმანეთის მსგავსი ტექსტის შეცვლა, სწორედ ამისთვის გამოიყენება Ctrl + D / Cmd + D ბრძანება.

შეგვიძლია მოვნიშნოთ ტექსტი, რომლის მსგავსი დამთხვევების შეცვლაც გვჭირდება და დავაკლიკოთ ამ ღილაკების კომბინაციას, ყოველ შემდეგ დაკლიკებაზე მოინიშნება შემდეგი დამთხვევა.

შემდეგ კი შეგვიძლია წავშალოთ ან შევცვალოთ მონიშნული რეზულტატები.

5. მულტი კურსორი.

Shortcut: Alt + mouse left click (Windows/Linux/Mac)

არის შემთხვევები, როდესაც რაიმე ტექსტის ჩანაცვლება, დამატება ან თუნდაც წაშლა გვჭირდება რამდენიმე ადგილას, სწორედ ამაში გამოგვადგება მულტი კურსორი, თუ დავაჭერთ Alt ღილკას და აშვების გარეშე მაუსის მარცხენა კლიკით მოვნიშნავთ იმ ადგილებს სადაც გვინდა ცვლილების განხორციელება დავინახავთ, რომ გამოისახება კურსორის მანიშნებელი ხაზი.

ამ ხაზით მარტივად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, ან წავშალოთ ნებისმიერი ტექსტი.

6. Command Palette.

Shortcut: Ctrl + Shift + P (Windows/Linux) / Cmd + Shift + P (Mac)

მოცემული ღილაკების კომბინაციით გამოდის ჩანართი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ ტექსტური რედაქტორის ნებისმიერი პარამეტრი და შევცვალოთ ის, მაგალითად შევცვალოთ რედაქტორის თემა, ფაილური აიქონების თემა და ა.შ.

ამ ღილაკების კომბინაციით შეგვიძლია მივწვდეთ ედითორის ნებისმიერ პარამეტრს.

7. File Explorer-ის გამოჩენა დამალვა.

Shortcut: Ctrl + B (Windows/Linux) / Cmd + B (Mac)

ამ ღილაკების ფუნქციონალი განსაკუთრებით მათ გამოგადგებათ, ვისაც პატარა ზომის მონიტორთან გიწევთ მუშაობა, ამ ღილაკებით შეგვიძლია დავმალოთ ან გამოვაჩინოთ ე.წ. File Explorer, რომლის დამალვაც ეკრანის სივრცეს დაგვიზოგავს კოდის უკეთ წასაკითხად.

8. სწრაფად დაკომენტარება.

Shortcut: Ctrl + / (Windows/Linux) / Cmd + / (Mac) - ერთხაზიანი კომენტარი.

Shortcut: Alt + Shift + A (Windows/Linux/Mac).

კოდის წერის პროცესში აუცილელად დაგვჭირდება გარკვეული სახის ინფორმაციის ან თუნდაც კოდის დაკომენტარება, ამისთვის უმარტივესი გზა შემდეგი ღილაკების კომბინაციაა Ctrl + / ან Cmd + /

მოცემული ღილაკებით დავაკომენტარებთ იმ ხაზს რომელზეც ვდგავართ.

ასევე ხანდახან არის საჭიროება, დავაკომენტაროთ რამდენიმე ხაზი მრავალხაზიანი კომენტარის სინტაქსით, რომელიც მაგალითად ჯავასკრიპტში არც თუ ისე კომფორტული ჩასაწერია.

სწორედ ამაში გვეხმარება Alt + Shift + A ღილაკების კომბინაცია, რომლის დახმარებითაც, მარტივად დავაკომენტარებთ კოდის მონიშნულ ნაწილს

დასკვნა.

მხოლოდ პროგრამირების შესწავლა საკმარისი არაა, ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ ჩვენი სამუშაო ხელსაწყოების მაქსიმუმი.

მოცემულ ბლოგში, შევეცადე გამეზიარებინა ჩემს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ღილაკის კომბინაციები, რომლებიც დეველოპმენტის პროცესს ბევრად მოსახერხებელს ხდის.

იმისთვის, რომ გახდეთ უკეთესი პროგრამისტი, აუცილებელია ნელ-ნელა ისწავლოთ იმ ტექსტური რედაქტორის გამოყენება, რომელშიც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ.

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

VS Code-ის ტოპ ...

VS Code-ის ტოპ 8 ღილაკების კომბინაცია (shortcuts)

მითები პროგრამი...

მითები პროგრამირებაზე

რატომ უნდა ვისწ...

რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება?

რატომ ანებებენ ...

რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?