fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. ბლოგი
  3. წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები
წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები

წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები

როგორც val-do.com-ზე არსებული ჯავასკრიპტის კურსიდან ვისწავლეთ, ობიექტის თვისებების მნიშვნელობის წვოდმა შესაძლებელია 2 გზით, წერტილით და კვადრატული ფრჩხილებით.

მაგალითი:

const user = { name: "Val Do" };

console.log(user.name); // დაიბეჭდება Val Do
console.log(user["name"]; // დაიბეჭდება Val Do

მოცემულ ბლოგში, ვეცდები მარტივი მაგალითებით ავხსნა ამ ორ მეთოდს შორის რა სხვაობებია და რომელი მეთოდით ჯობს მივწვდეთ სასურველი ობიექტის მნიშვნელობებს.

წერტილით წვდომა (Dot Notation).

სინტაქსი: object.property

ობიექტის თვისებაზე წერტილით წვდომა სასურველია მაშინ, როდესაც თვისება წარმოადგენს ჯავასკრიპიტს სწორ მნიშნველობას, ანუ არ შეიცავს სიცარიელეს (white spaces), არ იწყება რიცხვითი მნიშვნელობით, არ არის ე.წ. დარეზერვებული საკვანძო სიტყვა (keyword).

ასევე წერტილით წვდომა სასურველია იმ შემთვევაში თუ დარწმუნებული ვართ ობიექტის სტატიკურ მნიშნველობაში.

მაგალითი:

const obj = { name: 'John' };
console.log(obj.name); // დაიბეჭდება: John

კვადრატული ფრჩხილებით წვდომა (Square Brackets Notation)

სინტაქსი: object["property"]

წერტილის წვდომისგან განსხვავებით ფრჩხილებით წვდომა გვაძლევს საშუალებას მივწვდეთ ისეთ ობიექტებს, რომლებიც გენერირებულია დინამიურად და შეიცავს სპეციალურ სიმბოლოებს, ისეთებს, როგორებიცაა სიცარიეელები (white spaces), რიცხვითი მნიშნველობით დაწყებული თვისების სახელები და ასევე დარეზერვებული სიტყვები.

ქვემოთ მოცემულია ობიექტზე წვდომის მაგალითები კვადრატული ფრიჩხილების გამოყენებით

მაგალითი 1: დინამიური წვდომა

const key = 'name';
const obj = { name: 'John' };
console.log(obj[key]); // დაიბეჭდება: John

მაგალითი 2: ობიექტზე წვდომა, რომელის თვისებაც შეიცავს სიცარიელეს

const obj = { 
    'first name': 'John',
    age: 30
};
console.log(obj['first name']); // დაიბეჭდება: John

მაგალითი 3: ობიექტზე წვდომა, რომლის თვისებაც იწყება რიცხვითი მნიშვნელობით

const obj = { '123abc': 'value' };
console.log(obj['123abc']); // დაიბეჭდება: value

რომელი წვდომის მეთოდი გამოვიყენოთ ობეიქტებისთვის?

  • წერტილის ნოტაცია გამოიყენეთ ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია, რადგან ის უფრო სუფთა და მარტივი წასაკითხია.
  • ფრჩხილების ნოტაცია გამოიყენეთ, როდესაც:
    • გაქვთ დინამიური მახასიათებლის სახელი.
    • მახასიათებლის სახელი შეიცავს სპეციალურ სიმბოლოებს, სპეისებს ან იწყება რიცხვით.

თუ მოგეწონათ ეს ბლოგი, გთხოვთ, გააზიაროთ ის თქვენს სოციალურ ქსელებში, რათა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია. ასევე, თუ გსურთ, შეგიძლიათ შემომწირველობით მხარი დაუჭიროთ ჩემს შრომას და დაეხმაროთ ახალი და საინტერესო კონტენტის შექმნაში. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია!

პროგრამირების კურსები

  • HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)
  • ჯავასკრიპტის კურსი
  • JavaScript-ის DOM-ის კურსი
  • TypeScript-ის კურსი
  • Angular-ის კურსი
  • HTML, CSS-ის კურსი
  • Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის
  • ალგორითმები
  • Node.js-ის კურსი
  • Dart-ის კურსი
  • C პროგრამირების ენის საფუძვლები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

Inversion Patte...

Inversion Pattern - როგორ დავწეროთ კითხვადი კოდი?

პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
mipov.net/valdo

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.55