გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
მითები პროგრამირებაზე

მითები პროგრამირებაზე

პროგრამირება არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და განვითარებადი სფერო მსოფლიოში, მაგრამ მას ხშირად თან ახლავს მითები და არასწორი წარმოდგენები.

ამ მითებმა, შეიძლება ადამინები, რომლებიც ფიქრობენ პროგრამირების შესწავლის დაწყებას, შეცდომაში შეიყვანოს და არასწორი წარმოდგენა შეუქმნათ ამ სფეროზე.

დღევანდელ ბლოგში ვეცდები განვიხილო ტოპ 10 ყველაზე გავრცელებული მითი პროგრამირებაზე.

  1. უმაღლესი მათემატიკის ცოდნა
  2. ძლიერი კომპიუტერი
  3. დღეში 1 საათით სწავლა
  4. სწავლის დამთავრება
  5. კაცების პროფესია
  6. გენიოსების პროფესია
  7. მალე გამდიდრება
  8. ინტროვერტი პროგრამისტები
  9. ხელოვნური ინტელექტი
  10. ყველა ენის ცოდნა

უმაღლესი მათემატიკის ცოდნა.

პირველ ადგილას, შეიძლება დავაყენოთ მითი მათემატიკის ცოდნასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს გონია, რომ უმაღლესი მათემატიკის ცოდნის გარეშე პროგრამირებას ვერ შეისწავლიან.

რეალურად ეს სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ პროგრამირება ისწავლოთ. ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უნარია შეგეძლოთ ლოგიკური აზროვნება.

რა თქმა უნდა არის სფეროები სადაც უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ცოდნის გარეშე სამსახურს ვერ მოძებნით.

ძლიერი კომპიუტერი.

ბევრს გონია, რომ პროგრამირების შესწავლას ვერ დაიწყებ, თუ არ გაქვს საკმაოდ ძლიერი კომპიუტერი, რომლის შეძენაც რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.

როგორც ჩემს ერთ-ერთ ბლოგში ავღნიშნე, თქვენ შეგიძლიათ პროგრამირების შესწავლა საკმაოდ ბიუჯეტურ კომპიუტერზეც კი.

მთავარია კომპიუტერს შეეძლოს ბრაუზერის და VS Code-ის გახსნა, რომელიც საკმაოდ მსუბუქ ტექსტურ რედაქტორს წარმოადგენს.

პროგრამირების შესწავლა დღეში 1-2 საათით.

და აი მივადექით მითს, რომელიც ყველაზე გავრცელებული მითია ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქაც აკადემიების მარკეტინგულ ხრიკებს უნდა ვუმადლოდეთ.

ბევრი ფიქრობს, რომ პროგრამირების შესწავლა დღეში 1-2 საათში შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში, ეს დრო ხშირად არც კი იხარჯება ყოველდღიურად და მაქსიმუმ კვირაში 2-3 დღეა.

თუ თქვენ ნამდვილად გადაწყვიტეთ ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდოთ მოგიწევთ თქვენი თავისუფალი დროის მაქსიმუმი დაუთმოთ, ვინაიდან უამრავი მასალის შესწავლა მოგიწევთ, ასევე აუცილებელია თეორიულ ცოდნასთან ერთად ეს ყველაფერი პრაქტიკული პროექტებითაც გაამყაროთ.

სწავლის დამთავრება კურსის შემდგომ.

საკმაოდ ბევრ ადამიანს სჯერა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების თუ კურსის გავლის შემდგომ პროგრამირების შესწავლაც დასრულდება, დაიწყებენ თავისთვის საოცნებო სამსახურს და მორჩა.

რეალურად პროგრამირების შესწავლა არასდროს დასრულდება, ვინაიდან ეს სფერო საკმაოდ დინამიურია და ყოველდღიურად ვითარდება. იმისთვის, რომ დარჩეთ კომპეტენტური აუცილებელია ყოველდღიური სწავლა და ფეხის აწყობა ახალ ტექნოლოგიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია სამსახურიც დაკარგოთ.

პროგრამირება მხოლოდ კაცებისთვისაა.

ჩემი გამოცდილებიდან ბევრს აქვს არასწორი შეხედულება, რომ ეს სფერო მხოლოდ მამაკაცებისთვისაა, არ ვიცი მითი საიდან გაჩნდა, მაგრამ ფაქტია თუნდაც ჩემი არხის მაყურებლების 98% მამაკაცებს წარმოადგენენ.

პროგრამირება არის ყველასთვის განურჩევლად სქესისა, თქვენ წარმოიდგინეთ ისტორიულად პირველი პროგრამისტი ზუსტადაც ქალი იყო.

პროგრამირების შესასწაცლად თქვენ უბრალოდ მონდომება გჭირდებათ.

პროგრამირება გენიოსებისთვისაა.

საკმოდ ბევრჯერ მაქვს მოსმენილი ფრაზა, “მაგას მე ვერ ვისწავლი, პროგრამირება გენიოსებისთვისაა”.

რა თქმა უნდა ყველა სფეროში არიან გენიოსები, ზოგი სწრაფად ითვისებს, ზოგს მართლა თანდაყოლილი ნიჭი აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, პროგრამირების სწავლა ყველას შეუძლია, მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა.

გახსოვდეთ პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდებით, თუ საკმარის დროს და ენერგიას არ ჩადებთ, ყოველდღიური მუშაობით და პრაქტიკით შესაძლებელია საკმაოდ კარგი პროფესიონალი გახდეთ.

მალე გამდიდრება.

ყველას სმენია თუ რა კარგი ანაზღაურება აქვთ პროგრამისტებს, სწორედ ესაა უმეტეს შემთხვევაში მიზეზი თუ რატომაც ინტერესდებიან ამ სფეროთი.
დიახ კარგ პროგრამისტს კარგი ანაზღაურება აქვს, მაგრამ მინდა გაიზროთ თუ რამდენი შრომა დგას ამ ანაზღაურების უკან.

ვერ იქნება რეალისტური, რომ 1-2 წელიწადში მაღალი ანაზღაურება გქონდეთ. მხოლოდ კურსების გავლა და რამდენიმე პროექტის გაკეთება საკმარისი არ არის იმ ცოდნის მისაღებად, რომელიც ბაზარზე ძვირად ფასობს. კარგი ანაზღაურების მისაღწევად საჭიროა დიდი შრომა, დრო და რესურსების ჩადება.

პროგრამისტები ინტროვერტები არიან.

ჰოლივუდის უამრავი ფილმის გახსენება შეიძლება სადაც პროგრამისტები ძირითადად ინტროვერტები არიან, სადღაც სარდაფში სხედან და კონტაქტი არავისთან არ აქვთ.

მინდა გითხრათ, რომ გამონაკლისები ყველგან არიან, მაგრამ ეს არის სფერო, რომელიც გუნდურ მუშაობას მოითხოვს, ჩემი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრ პროგრამისტს შეხვედრილვარ, საიდანაც ინტროვერტი ალბათ 1-2 თუ იყო.

ასე, რომ ნუ გექნებათ არასწორი წარმოდგენა პროგრამისტებზე, ჩვენც ისევე მოგვწონს ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება როგორც სხვებს.

AI ჩაანაცვლებს პროგრამისტებს.

და აი მივადექით ერთ-ერთ ყვეალზე სადაო თემას, ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროგრამისტებს.

მინდა გითხრათ, რომ ეს ჯერ კიდევ დავის საგანია თუნდაც უამრავ პროგრამისტში, მაგრამ მე ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ.

ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კარგი ხელსაწყოა, რომელიც რუტინულ საქმეებს აგვარიდებს თავიდან, მაგრამ არ მგონია ადამიანის კრეატიულობა და პრობლემბის გადაჭრის უნარები მთლიანად ჩანაცვლდეს პროექტებში რომლებიც თუნდაც ადამიანურ გამოცდილებას მოითხოვს.

რა თქმა უნდა ამ სფეროზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ჯობია აქ დავასრულო ჩემი აზრი.

აუცილებელია ყველა ენის შესწავლა.

ძირითადად დამწყებ პროგრამისტებში ხშირია არასწორი შეხედულება იმის შესახებ, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში აუცილებელია ყველა პროგრამირების ენის შესწავლა.

რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა ცადოთ ახალი ტექნოლოგია თუ პროგრამირების ენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნებით კარგი პროფესიონალი თუ ყველაფერი არ გეცოდინებათ.

მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია მთელი კარიერის განმავლობაში ერთ ენაზე წეროთ და თქვენი ანაზღაურება საკმაოდ კოლოსალური თანხა იყოს.

მთავარია იყოთ კარგი პროფესიონალი.

დასკვნა.

მოცემულ ბლოგში ვეცადე ჩამომეთვალა ჩემს გარშემო ყველაზე გავრცელებული მითები პროგრამირებაზე, თუ დაამატებდით რამეს შეგიძლიათ მოიწეროთ ჩვენი ტელეგრამის ჯგუფში და ვისაუბროთ.

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

მითები პროგრამი...

მითები პროგრამირებაზე

რატომ უნდა ვისწ...

რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება?

რატომ ანებებენ ...

რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?

წერტილი თუ ფრჩხ...

წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები