fb pixel
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგირეზიუმეებიფინანსებიჩვევებიბორდები
შესვლა

კურსებიბლოგირეზიუმეებიფინანსებიჩვევებიბორდები
შესვლა
  1. მთავარი
  2. ბლოგი
  3. Nginx-ის ინსტალაცია Macintosh-ზე
Nginx-ის ინსტალაცია Macintosh-ზე

Nginx-ის ინსტალაცია Macintosh-ზე

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით თუ როგორ გავმართე ლოკალური ვებსერვერი nginx-ით MAC OS-ზე.

Homebrew-ს ინსტალაცია

სანამ nginx-ის ინსტალაციას დავიწყებთ აუცილებელია მაკზე დავაყენოთ ე.წ. package manager სახელად homebrew, რომელიც საშუალებას გვაძლევს terminal-ის დახმარებით დავაინსტალიროთ როგორც nginx ასევე სხვა მრავალი აპლიკაცია.

Homebrew-ს ინსტალაციისთვის უბრალოდ საჭიროა გადავიდეთ მოცემულ ბმულზე და მივყვეთ ინსტრუქციას ან უბრალოდ ჩვენს ტერმინალში ჩავწეროთ მოცემული ბრძანება sudo პრივილეგიით

sudo /bin/bash -c "$(curl -fsSL https://raw.githubusercontent.com/Homebrew/install/HEAD/install.sh)"

Nginx-ის ინსტალაცია

მას შემდეგ რაც Homebrew-ს დავაყენებთ, terminal-ის დახმარებით მარტივად ერთი ბრძანებით შეგვიძლია nginx-ის ინსტალაცია.

ინსტალაციისთვის ტერმინალში უნდა ჩავწეროთ შემდეგი ბრძანება

brew install nginx

მოცემული ბრძანება დააინსტალირებს nginx-ს და უკვე საშუალება გვაქვს მისი გამოყენების

Nginx-ის გაშვება, გადატვირთვა

ინსტალაციის შემდგომ აუცილებელია nginx-ის სერვისის გაშვება, რომელიც შეგვიძლია გავუშვათ შემდეგი ბრძანებით

brew services start nginx

მას შემდეგ რაც სერვისი გაეშვება ჩვენ უკვე შეგვიძლია sudo პრივილეგიით nginx-ის რესტარტი, იმ შემთხვევებისთვის თუ კონფიგურაციის ფაილის შეცვლა მოვახდინეთ

sudo nginx -s reload

Nginx-ის კონფიგურაციის მისამართი

nginx-ის კონფიგურაციის მისამართია:

/opt/homebrew/etc/nginx

რა თქმა უნდა ე.წ. absolute path-ით

WWW დირექტორია

nginx-ის ინსტალაციის შემდგომ აუცილებელია გადამოწმება სწორად მუშაობს თუ არა ის. nginx ეშვება 8080 პორტზე შესაბამისად ბრაუზერში უნდა ჩავწეროთ შემდეგი მისამართი http://localhost:8080/ წარმატებით გახსნის შემდგომ გამოვა შესაბამისი შეტყობინება

დირექტორია, რომელსაც nginx უყურებს, ანუ სამუშაო ფაილები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 

/opt/homebrew/var/www

(absolute path)

მოცემულ დირექტორიაში შეხვდებით ასევე nginx-ის ე.წ. welcome screen-ის html ფაილსაც.

ახალი პროექტის დამატება nginx ვებ სერვერზე

მას შემდეგ რაც დაამატებთ ახალ პროექტებს /opt/homebrew/var/www დირექტორიაში თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ nginx-ის კონფიგურაციით მანიპულაცია თუ რომელ მისამართზე გაიხსნას თქვენი პროექტი.

რაც შეეხება nginx-ის კონფიგურაციებს ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ბლოგს შესაბამის ბმულზე

პროგრამირების კურსები

  • HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)
  • ჯავასკრიპტის კურსი
  • JavaScript-ის DOM-ის კურსი
  • TypeScript-ის კურსი
  • Angular-ის კურსი
  • HTML, CSS-ის კურსი
  • Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის
  • ალგორითმები
  • Node.js-ის კურსი
  • Dart-ის კურსი
  • C პროგრამირების ენის საფუძვლები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ელექტრობა დამწყ...

ელექტრობა დამწყებთათვის

Habit Tracker —...

Habit Tracker — პატარა ჩვევები, რომლებიც დიდ შედეგებს ქმნის

აკონტროლეთ თქვე...

აკონტროლეთ თქვენი ფული მარტივად და გააზრებულად

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

val-do.com

შენი ყოველდღიური ინსტრუმენტები ერთ სივრცეში

ინფორმაცია

ხ.დ.კწესებიკონტაქტი

ინსტრუმენტები

კონვერტორებიჩვევებიბორდებირეზიუმეები

გარეგნობა

აირჩიე შენთვის სასურველი თემა

© val-do.com 2026 — ყველა უფლება დაცულია

14 ნოემბერი, 2026ვერსია 1.1.4