fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. ბლოგი
  3. პროექტის მენეჯმენტი, როგორ დავგეგმოთ პროექტი?
პროექტის მენეჯმენტი, როგორ დავგეგმოთ პროექტი?

პროექტის მენეჯმენტი, როგორ დავგეგმოთ პროექტი?

სანამ თქვენს პირველ სამსახურს იპოვით, დეველოპმენტის სფეროში, აუცილებელია გამოიმუშავოთ რეალურ პროექტებთან მუშაობის უნარი, რაც გულისხმობს ჩვენი დროის და დავალებების მენეჯმენტს.

პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებელია გავიაზროთ, რომ კომპლექსური პროექტები 1 დღეში არ კეთდება და მისი დეველოპმენტი ხანდახან ათწელეულებიც გრძელდება.

როდესაც წარმატებით დაასრულებთ პროგრამირების კურსებს ნებისმიერი პლატფორმის/ვიდეო გაკვეთილის დახმარებით დროა ნელ-ნელა მიეჩვიოთ პროექტის დაგეგმვას.

დღევანდელ ბლოგში შევეცდები აგიხსნათ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ პროექტის დაშლა მიკრო დავალებებად და მისი შესრულების თანმიმდევრობები.

შევარჩიოთ დავალებების მენეჯმენტის აპლიკაცია

სანამ ჩვენი პროექტის მიკრო დავალებებად დაშლას შევუდგებით აუცილებელია ავარჩიოთ აპლიკაცია, რომელიც დაგვეხმარება მის შემდგომ მართვაში.

ასეთი ე.წ. "task managment"-ის აპლიკაციები საკმაოდ ბევრია, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე მათგანი :

  • trello
  • jira
  • clickup
  • asana

ზემოთ მოცემული სიის გარდა კიდევ უმრავი მსგავსი აპლიკაცია არსებობს, მაგრამ მე შევეცდები დღეს trello-ს მაგალითზე აგიხსნათ.

დაფების (board) ების შექმნა

ტრელოზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ აუცილებელია შევქმნათ ჩვენი პირველი ე.წ. "board" რომელიც იქნება პროექტის სპეციფიკაზე მორგებული, მაგალითად შეგვიძლია დავარქვათ "დეველოპმენტი".

დავალებების სიები

დავალებების სიების შექმნა

მას შემდეგვ რაც დავასრულებთ "board"-ის შექმნას, აუცილებელია შევქმნათ დავალების სიები, რომლებიც დაგვეხმარებიან მათ მენეჯმენტში.

თანამედროვე კომპანიების უმეტესობა, რომლებიც ბაზარზე პოზიციონირებენ, ძირითადად იყენებენ ე.წ. Agile მიდგომას კომპანიაში დეველოპმენტისთვის და არა მარტო...

პირადად მე ვიყენებ შემდეგი დავალებების სიებს:

  • backlog
  • to do
  • in progress
  • QA
  • QA failed
  • done

ქვემოთ ვეცდები აღვწერო თუ რომელი რაში გამოიყენება და როგორ მიმდინარეობს დეველოპმენტის პროცესი.

backlog დავალებების სია

მოცემულ სიაში აუცილებელია მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი პროექტი დავშალოთ პატარა ნაწილებად, მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ვებ-გვერდი, რომელიც შედგება 4 გვერდისგან:

  1. მთავარი გვერდი
  2. დეტალური გვერდი
  3. ძიების გვერდი
  4. კონტაქტის გვერდი

დასაწყისისთვის შეგვიძლია ბექლოგის სიაში დავამატოთ დავალებები ამ გვერდების შექმნის შესახებ იგივე თანმიმდევრობით.

მოცემულ სიაში ასევე ვამატებთ იმ ყველა იდეას ან სურვილს, რომელიც გვინდა პროექტში განვახორციელოთ, ასევე აუცილებელია ყველა დავალებას მივანიჭოთ შესაბამისი გონივრული ვადა და პრიორიტეტი.

to do დავალებების სია

კომპანიები თავისი მოთხოვნიდან გამომდინარე აწესებენ კონკრეტული დაველებებისთვის შესასრულებელ გონივრულ ვადებს, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ 1 კვირის შუალედში დასასრულებელი გვაქვს მთავარი და დეტალური გვერდები.

სწორედ ამისთვის გამოიყენება to do სია. დაველებები რომლებზეც 1 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ აუცილებელია გადავიდეს backlog-იდან to do სიაში.

in progress დავალებების სია

ბუნებრივია ერთდროულად არ შეგვიძლია 2 დავალებაზე მუშაობა, შესაბამისად, დავალება რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, აუცილებელია გადავიტანოთ in progress სიაში.

მოცემული სია ასევე ეხმარება მენეჯმენტის გუნდს იმის გაგებაში, თუ რაზე მუშაობს დეველოპერი.

QA დავალებების სია

მას შემდეგ რაც დავალებას წარმატებით დავასრულებთ, აუცილებელია მისი ტესტირება, რომელსაც ტესტერი შეასრულებს.

დასრულებული დავალება გადადის QA სიაში და იწყება მისი ტესტირება.

QA failed დავალებების სია

იმ შემთხვევაში თუ  დავალებამ ვერ გაიარა ტესტირება, ტესტერი QA სიიდან დავალებას QA failed-ში გადმოიტანს და ჩვენ ვიწყებთ დავალების პრობლემის გამოსწორებას და ვიმეორებთ იგივეს, ანუ დავალება ისევ გადაგვაქვს QA სიაში.

done დავალებების სია

მოცემულ სიაში დავალებები გადადის იმ შემთხვევაში, თუ მან ტესტირება წარმატებით გაიარა და მზადაა რეალურ გარემოზე ასატვირთად.

როგორ წესი, done-ში დავალებები გადააქვს ტესტერს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი დავალება წარმატებით შევასრულეთ.

პროგრამირების კურსები

  • HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)
  • ჯავასკრიპტის კურსი
  • JavaScript-ის DOM-ის კურსი
  • TypeScript-ის კურსი
  • Angular-ის კურსი
  • HTML, CSS-ის კურსი
  • Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის
  • ალგორითმები
  • Node.js-ის კურსი
  • Dart-ის კურსი
  • C პროგრამირების ენის საფუძვლები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

Inversion Patte...

Inversion Pattern - როგორ დავწეროთ კითხვადი კოდი?

პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
mipov.net/valdo

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.56