გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
სანამ პროგრამირების კურსს შეიძენთ

სანამ პროგრამირების კურსს შეიძენთ

დღევანდელ ბლოგში მინდა განვიხილო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუების მიზეზები პროგრამირების კურსების შეძენის შემდგომ რეალობაზე.

საკმაოდ ხშირია შემდეგი ფრაზა “პროგრამირების კურსზე ჩავეწერე, მაგრამ მეც ერთ-ერთი მოტყუებული ვარ”.

სანამ პროგრამირების კურსს გავაკრიტიკებთ, ვფიქრობ, ჯერ ისევ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა და დავსვათ კითხვები, ვიყავით თუ არა მზად კურსის შესაძენად და შემდეგ გასავლელად.

უმრავლეს შემთხვევაში პროგრამირების კურსის შეძენა და ჩაწერა ხდება კომპანიების მარკეტინგული აქტივობებიდან, საიდანაც ხშირად მოდის შემდეგი შეტყობინება “შეიძინე პროგრამირების კურსი ჩვენთან და გარანტირებულად დასაქმდი”

გავიაზროთ რისი გავლა მოგვიწევს პროგრამირების კურსის შეძენის შემდგომ

სანამ მსგავსს ტექსტებს წამოვეგებით აუცილებელია გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც კურსზე სწავლის დაწყებიდან დასაქმებამდე გვექნება.

კურსზე ჩაწერა არ ნიშნავს იმას რომ თუ თქვენ მხოლოდ კურსის მასალას გაივლით და იმაზე მეტს არაფერს არ მოიმოქმედებთ, რაც რომელიმე სილაბუსშია წინასწარ გაწერილი ეს არ გაქცევთ წარმატებულ დეველოპერად.

ასევე მინდა პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ.
პირადად მე ვასწავლიდი რამდენიმე აკადემიაში, მაგრამ სამწუხაროდ სტუდენტები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხას იხდიდნენ კურსში, არ აკეთებდნენ სათანადოდ დავალებებს და რაც მე მათი დამოკიდებულებიდან დავინახე იყო ის, რომ პროგრამირების შესწავლა სულ რაღაც დღეში 1 საათის დათმობით უნდოდათ, ასევე სამწუხაროდ ზოგიერთი ამ 1 საათსაც კი არ უთმობდა…

კუსზე სწავლის დაწყებისას აუცილებელია სრული კოცენტრაცია, დავალებების მაქსიმალურად შესრულება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება, ასევე კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დღეში 1 საათის დათმობით ვერანაირად ვერ შეისწავლით და თქვენი დრო და ფინანსები უბრალოდ წყალში გადაყრილი გამოვა.

რატომ გვპირდებიან კომპანიები გარანტირებულ დასაქმებას?

პირველ რიგში ეს ყველაზე კარგი “სატყუარაა” კურსის გასაყიდად, მაგრამ იდეაში არც ტყუილი გამოდის ასე, რომ ვთქვათ უფრო კარგად შელამაზებული რეალობაა…

მოდი დავსვათ შემდეგი კითხვები თუ რა შემთხვევაში დასაქმდები თუ შენ რომელიმე კონკრეტულ კურსს გაივლი?

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებისა მაინც არ ნიშნავს, რომ შენ სამსახურს აუცილებლად კურსის დასრულების შემდგომ დაიწყებ, კურისის დასრულება მხოლოდ დიდი გასავლელი გზის პირველი ნაბიჯია.

რა უნდა გავაკეთო კურსის გავლის შემდგომ?

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა “თუ მუშაობა ვერ დავიწყე გამოცდილებას როგორ დავაგროვებ ?” გახსოვდეს პროგრამირებაში გამოცდილების დაგროვება არ მოითხოვს აუცილებლად რომელიმე კომპანიაში თანამშრომლად გაფორმებას.

პროგრამისტის გამოცდილება განისაზღვრება ასევე მისი დასრულებული პროექტებით, ასე რომ, სანამ პირველი სამსახური გექნება, შეგიძლია გამოცდილება სახლიდან გაუსვლელად პროექტების კეთებით დააგროვოთ.

რა შემთხვევაში არ უნდა შეიძინო პროგრამირების კურსი?

თუ არ გაქვთ საკმარისი დრო პროგრამირების შესასწავლად ჯობს კურსი საერთოდ არ შეიძინოთ, პროგრამირებას დღეში 1-2 საათი მეცადინეობით ვერანაირად ვერ შეისწავლით ისეთ დონეზე, რომ პირველი სამსახური დაიწყოთ.

ამისთვის საჭიროა ხანდახან 6-დან 12 საათამდე მუშაობა და აქტიური მეცადინეობა, ასევე ძალიან რთულია სხვა სამსახურის შემდგომ პროგრამირების გაკვეთილების მოსმენა და დავალებების კეთება, მაგრამ არა შეუძლებელი.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ პროგრამირებას 2-3 თვეში ვერ შეისწავლით, იმისთვის, რომ თქვენი პირველი სამსახური დაწიყოთ, ხანდახან რამდენიმე წელია საჭირო.

საბოლოო დასკვნა

ვერანაირი პროგრამირების კურსი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ თქვენ მისი გავლის შემდგომ სამსახურს გარანტირებულად დაიწყებთ, ამის ერთადერთი გარანტია არის მხოლოდ თქვენი თავი და მეტი არაფერი.

თუ თქვენ არ იშრომებთ და მაქსიმალურად არ მოინდომებთ ვერცერთი აკადემია/ლექტორი/კურსი ვერ ჩაგიდებთ იმ გამოცდილებას გონებაში, რომელიც მხოლოდ თქვენი შრომით გროვდება.

ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად სიღრმისეულად ჩაეძიოთ კურსზე ახსნილ თემებს დასვით შესაბამისი კითხვები, არ დატოვოთ რაიმე ბუნდოვნად.

აკეთეთ რეალურლი პროექტები მანამ სანამ თქვენ პირველ სამსახურს არ ნახავთ.


პ.ს. ასევე გააგზავნეთ თქვენი რეზიუმეები კომპანიების ვაკანსიებზე

კურსები პროგრამირების შესახებ

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის (J...

ჯავასკრიპტის (Javascript) უფასო კურსი დამწყებთათვის

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი დამწყებთათვის

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი დამწყებთათვის

ეთიკური ჰაკინგი...

ეთიკური ჰაკინგის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი დამწყებთათვის

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის უფას...

Node.js-ის უფასო კურსი დამწყებთათვის

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ინგლისური ენის ...

ინგლისური ენის მნიშვნელობა პროგრამირების სამყაროში

როგორ ავაჩქაროთ...

როგორ ავაჩქაროთ საიტი, loading ატრიბუტის დახმარებით

nginx-ის კონფიგ...

nginx-ის კონფიგურაცია (ჩემი ჩანაწერები)

რა არის srcset ...

რა არის srcset ატრიბუტი და რესპონსიული სურათები?