დამწყებ პროგრამისტებში / დეველოპერებში ერთ-ერთი დიდი პრობლემა პირველ გასაუბრებაზე სამუშაო გამოცდილების არქონაა. დღევანდელ ბლოგში შევეცდები მოგცეთ რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაო გამოცდილების დაგროვებაში სრულიად უფასოდ.
სანამ უშუალოდ გამოცდილების დაგროვებაზე გადავალთ, აუცილებელია ვისაუბროთ იმ რეალობაზეც, რომელიც ნათელს მოფენს უშუალოდ პრობლემას და კომპანიების თვალით დაგანახებთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანია, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის დაინტერესებულია ბიზნესით და თქვენ გიყურებთ როგორც ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საშუალებას, კომპანიას აინტერესებს რაც შეიძლება დაბალ ფასად ნახოს თანამშრომელი, რომლის დაქირავების შემთხვევაშიც რაც შეიძლება მალე მიიღებს ფინანსურ სარგებელს.
როდესაც თქვენ ახალი დამთავრებული გაქვთ რაიმე კურსი ან თუნდაც უნივერსიტეტი ეს ძირითად შემთხვევებში ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უბრალოდ თეორიული ცოდნა და მაქსიმუმ 2 პროექტი, რომელზეც გიმუშავიათ სწავლის განავლობაში. ზუსტად აქ იწყება პირველი პრობლემა.
რეალურ ბიზნეს კომპანიაში სადაც თქვენ მოგიწევთ სამსახურის დაწყება, იქნება ე.წ. ველური გარემო თქვენთვის, ყველა ელოდება, რომ დავალება დათქმულ დროში ჩააბაროთ და მაქსიმალურად ნაკლები გადაცდენის ვადები გქონდეთ.
როდესაც თქვენი ცოდნა მხოლოდ რამდენიმე განვლილი კურსით შემოიფარგლება, ეს არ არის საკმარისი რეალური პროექტის საკეთებლად. სწორედ აქ არის საჭირო გამოცდილება და თქვენ თავადაც აღმოაჩენთ თურმე რამდენი რამე არ გცოდნიათ.
დეველოპმენტში და პროგრამირებაში, საბედნიეროდ, საქმე ბევრად მარტივად გვაქვს, განსხვავებით სხვა სამსახურებისგან, მაგალითად მოვიყვანოთ კბილის ექიმი.
კბილის ექიმს იმისთვის, რომ გამოცდილება დააგროვოს, სჭირდება რაიმე ფიზიკურ კლინიკაში სამსახურის დაწყება ან უფასო სტაჟირება. ყოველდღე დილით ადგომა, გარკვეული მანძილის დაფარვა, უფასოდ მუშაობა უშუალოდ პაციენტებთან და შემდეგ ისევ დამღლელი გზა სახლამდე...
დამწყები პროგრამისტების/დეველოპერების შემთხვევაში ეს ბევრად მარტივია.
დამწყებ პროგრამისტებს/დეველოპერებს ხშირად აქვთ პროტესტის გრძნობა, რომ ყველა კომპანია ითხოვს გამოცდილ კადრს, მაგრამ ამ გამოცდილებას ვერ დააგროვებ თუ სამსახური არ დაიწყე...
ზემოთ ხსნებული კბილის ექიმისგან განსხვავებით, ჩვენ სახლიდან შეგვიძლია დავიწყოთ გამოცდილების დაგროვება...
პირველ რიგში, თქვენ უნდა მოახერხოთ კონცენტრაცია და თქვენს თავს აფიქრებინოთ, რომ ვითომ რომელიმე კომპანიაში ხართ უკვე ჯუნიორ პროგრამისტად/დეველოპერად და გიწევთ რეალურ პროექტზე მუშაობა.
აუცილებელია გამოყოთ დღის განმავლობაში სამუშაო საათები, კარგ ვარიანტში მინიმუმ 8 საათი, 1 საათიანი შესვენების შუალედით.
მას შემდეგ რაც წარმოიდგენ, რომ შენ უკვე ხარ სტაჟირებაზე, აუცილებელია საქმეს შეუდგე. ამისთვის სასურველია მოიფიქრო რაიმე რეალური პროექტი, ან თუნდაც რაიმე უკვე არსებული პროექტის ზუსტი ასლი.
პროექტის მოფიქრების შემდეგ აუცილებელია ამ პროექტის კარგად გააზრება და დაგეგმვა, იმისთვის, რომ ჩვენი სტაჟირება მაქსიმალურად გავდეს რეალურს.
პროექტის დაგეგმვის ეტაპზე აუცილებელია გამოვიყენოთ ე.წ. "თასქ მენეჯმენტ" საიტები ისეთები როგორებიცაა მაგალთად:
მოცემული საიტები საშუალებას მოგცემს მიკრო დავალებებად დაყო შენი პროექტი და ნაწილ-ნაწილ შეასრულო.
ნებისმიერ პროექტს, რომელზეც მოგიწევს სამსახურში მუშაობა, აქვს ჩაბარების გონივრული ვადები, რასაც როგორც წესი (დედლაინს) უწოდებენ. სწორედ ამიტომ, მოგიწევს პროექტის დაწყებამდე ეცადო და დასვა მიახლოვებითი დრო, თუ როდის დაასრულებ მას.
დედლაინის განსაზღვირს შემდგომ აუცილებელია მაქსიმალუროად ეცადო ჩაეტიო პრეოქტის შესრულების ვადებში.
მას შემდეგ რაც პროექტის საბოლოო ეტაპზე გვიწევს გადასვლა, როდესაც უკვე გამოკვეთილია ჩვენი პროექტის ძირითადი ხაზები აქ, როგორც წესი, იწყება პრობლემები და გვგონია, რომ პატარა ხარვეზების გამოსწორების გარეშეც პროექტი დასრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ ძალიან ვცდებით...
პროექტი მხოლოდ მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც მას არ აქვს პატარა ხარვეზიც კი.
როდესაც პროექტზე გვიწევს მუშაობა და რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ერთსა და იმავეს ვუყურებთ, შესაძლებელია რაიმე ხარვეზი წინ გვქონდეს, მაგრამ ვერ ვხედავდეთ, ამის დანახვაში კი უცხო თვალი დაგვეხმარება.
სთხოვე მეგობარს ან ოჯახის წევრს აპლიკაციის გატესტვა მომხმარებლის თვალით, დამიჯერე, ის ძალიან ბევრ ხარვეზსს აღმოაჩენს. საბოლოო ხარვეზების შესწორების შემდგეგ პროექტი უკვე დასრულებულად შეგიძლია ჩათვალო.
საბოლოო ეტაპზე აუცილებელია შენი კოდი მოახვედრო Github-ზე და გაუკეთო კარგი აღწერა ე.წ. Readme ფაილი. იმ შემთხვევაში თუ გასაუბრებაზე მოხვდები და გამოცდილებას შეგეკითხებიან, უკვე გექნება რეალური პროექტი, რომელზეც გექნება ნამუშევარი და ამ პროექტის კოდიც კი შეგიძლია აჩვენო პოტენციურ დამკვეთს.
ზემოთ მოყვანილ ბლოგში, მოკლედ ვეცადე ჩემი გამოცდილება და რჩევები გამეზიარებინა, რომელიც ვფიქრობ გამოგადგებათ პირველი სამსახურის დაწყებაში.