გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
Linux-ის ბნელი მხარე

Linux-ის ბნელი მხარე

დღევანდელ ბლოგში მინდა განვიხილო გამოცდილება ჩემი და ლინუქსის ურთიერთობის შესახებ. თუ თქვენ ჩემი არხის გამომწერი ხართ, კარგად გეცოდინებათ რამდენად დიდი სიმპატიით ვარ განმსჭვალული ამ ოპერაციული სისტემის მიმართ, მაგრამ დღეს მინდა მისი ნაკლოვანებები მკაფიოდ დაგანახოთ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში გადამხდა.

როგორც იცით რამდენიმე თვის უკან გადავწყვიტე შემეძინა პერსონალური კომპიუტერი რათა დავბრუნებოდი ლინუქსის ოპერაციულ სიტემას დიდი განშორების შემდეგ.

კომპიუტერის არჩევისას მაქსიმალურად გავითვალისწინე ამეწყო AMD-ის პროცესორით და ვიდეობარათით, რადგან როგორც ფორუმებზე მქონდა წაკითხული არ შემექმნებოდა დრაივერებთან დაკავშირებული პრობლემები Nvidia-სგან განსხვავებით, ასე რომ, ჩემი კომპიუტერი ავაწყე შემდეგ პროცესორზე და ვიდეო ბარათზე:


Ubuntu-ს დისტრიბუცია

ჩემი პირველი ურთიერთობა ლინუქსთან დებიან დისტრიბუციის, კერძოდ Ubuntu-სთან შეხებით იყო. Ubuntu ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში მქონდა დაყენებული ჩემს პირად ლეპტოპზე და ჩემი მთავარი ოპერაციული სისტემა დაალხოვებით 2-დან 5-წლამდე იყო, სანამ MacOS-ზე გადავიდოდი.

ახალი პერსონალური კომპიუტერის შეძენის შემდგომ გადავწყვიტე ისევ Ubuntu დამეყენებინა მთავარ ოპერაციულ სისტემად და პრობლემებიც დაიწყო...

ინსტალაციის შემდეგ, რა თქმა უნდა დავიწყე სამუშაო გარემოს გამართვა, როგორც პროგრამირებისთვის, ასევე YouTube-სთვის. პროგრამირების მხრივ პრობლემა ნამდვილად არაფერზე შემქნია, პირიქით, ლინუქსზე დეველოპმენტი ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ YouTube-ისთვის გარემოს გამართვაში ჩაფლავდა...

როგორც მოგეხსენებათ Adobe და Linux დიდად ვერ მეგობრობენ შესაბამისად ვიდეოს მონტაჟისთვის ვიყენებ Davinci Resolve აპლიკაციას, რომელსაც ასევე აქვს Linux-ის მხარდაჭერა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არ ირთვებოდა.

მიუხედავად რამდენიმე კვირიანი ინტერნეტში ქექვა და ფორუმების გადატრიალება არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისთვის რომ მე ეს სამონტაჟო პროგრამა დამეყენებინა, შესაბამისად მოვნახე გამოსავალი და ე.წ. dualboot-ში დავაყენე Windows-ის ოპერაციული სიტემა, რომელზეც გადაღებულ გაკვეთილს/ვიდეოს ვამონტაჟებდი.

OBS-ის პრობლემები

ასევე ჩაფლავდა OBS, რომელიც რატომღაც ყოველგვარი გაბრთხილების გარეშე ითიშებოდა იმ შემთხვევაში თუ ვეცდებოდი მისი პარამეტრების შეცვლას, როგორც ფორუმებიდან წავიკითხე ეს ძალიან გავრცელებული პრობლემა იყო...

WIFI-ის პრობლემები

ასევე WIFI-ზე დაკავშირებული პრობლემა, რომლის დროსაც კომპიუტერი WIFI-ს ჩვეულებრივ იღებდა, მაგრამ ქონდა წყვეტები, იმისთვის, რომ სიგნალი აღმდგარიყო მიწევდა პარამეტრებიდან WIFI-ის ჩართვა და უბრალოდ გამორთვა...

Bluetooth-ის პრობლემები

ასევე პრობლემა ქონდა Bluetooth-ს რომესაც ქონდა საოცარი წყვეტები. ადაპტერი უბრალოდ 1 ჩართვაზე მუშაობდა 2-ზე არა.


Arch დისტრიბუცია

ჩემი ბოლო შეხება იყო უშუალოდ Arch ლინუქსი, რომელიც საკმაო პოპულარულობით სარგებლობს advanced მომხმარებლებში.

რამდენიმე ცდის შემდეგ როგორც იქნა Arch დავაყენე archinstall სკრიპტის დახმარებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა დიდი შეცდომა იყო.

Arch-ზე ინსტალაციის შემდგომ კიდევ ბევრი რამის გამართვა დამჭირდა იმისთვის, რომ სისტემა დეველოპმენტისთვის გამოსადეგი ყოფილიყო, მაგალითად სისტემას არ მოყვება ინტერნეტ კავშირი და გიწევს შენით ჩართო მისი სერვისი რა თქმა უნდა ტერმინალის დახმარებით, ასევე საბედნეროდ წყვეტების გარეშე ამუშავდა OBS და ვიდეოს გადაღების დროს პრობლემები აღარ მქონდა.

Shutdown, Restart-ის პრობლემები

პირველი პრობლემა რაც შევამჩნიე ეს იყო გათიშვის და დარესტარტების პრობლემა, როდესაც დღის ბოლოს ვცადე ოპერაციული სისტემის გათიშვა ის უბრალოდ შავ ეკრანზე გადადიოდა და სისტემური ბლოკი (პროცესორს რომ ვეძახით) აღარ ითიშებოდა.

საბედნიეროდ რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ პრობლემა მოვაგვარე და ეს პრობლემა აღარ მაწუხებდა.

WIFI-ის პრობლემები

WIFI-ს პრობლემა გაგრძელდა Arch-ზეც, სანამ ამ დიაგნოზს დავსვავდი ახალი WIFI ადაპტერიც კი ვიყიდე და პრობლემა პრობლემად დარჩა, WIFI-ს ისევ დიდი drop-ები ქონდა.

შემდეგ როგორც ფორუმზე წავიკითხე მსგავსი პრობლემის წინაშე საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგა და მისი მიზეზი ლინუქსის ერთ ერთი განახლება იყო.

Bluetooth-ის პრობლემები

ანალოგიურად ვერც Bluetooth-ს მოვუხერხე ვერაფერი, მიუხედავად იმისა რომ ამ პრობლემეის მოგვარებას ძალიან დიდი დრო და ენერგია დავახარჯე ფორუმების ინფორმაცია სამწუხაროდ არ გამომადგა.

Partition-ის პრობლემები

როგორც ზემოთ ავღნიშნე Arch დავაინსტალირე archinstall სკრიპტის დახმარებით, რომელიც საბოლოო ჯამში ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა იმის გამო რომ, ავტომატურად root დირექტორიას მხოლოდ 20GB მეხსიერება გამოუყო და შემდგომში აპლიკაციის დასაყენებლად უბრალოდ ადგილი აღარ მქონდა, სწორედ ამის გამო მიწევდა ტერმინალიდან partition-ების გაყოფა რაც რამდენიმე ცდით არ გამომივიდა...

მიუხედავად იმისა, რომ მივყვებოდი ფორუმების პასუხებს რატომღაც ვერაფერი გავაწყე და მივხვდი, რომ უბრალოდ ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ოპერაციული სისტემის გამართვას.


შეჯამება

მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ლინუქსის მიმართ, უბრალოდ ამ პრობლემების მოგვარების დრო ნამდვილად აღარ მქონდა და გადავწყვიტე ისევ პერსონალურ კომპიუტერზე Windows დამეყენებინა.

გადამწყვეტი ფაქტორი Windows-ზე გადასვლის იყო WIFI-ს პრობლემა რომელსაც მინიმუმ 1 თვე ვებრძოლე, მაგრამ მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა ლინუქსის ფორუმებზე არცერთი პასუხი არ გამომადგა...

საბოლოო ჯამში მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ დეველოპმენტისთვის და ასევე YouTube-არხზე ვიდეოების ასატვირთად და დასამონტაჟებლად იდეალური სისტემა არის MacOS, რომელსაც ერთნაირად აქვს კარგი წარმადობაც და აპლიკაციების ხელმისაწვდომობაც.

მაკის ერთადერთ მინუსად მხოლოდ იმას ჩავთვლი, რომ მასზე ვიდეო თამაშებს ვერ ითამაშებ.

კურსები პროგრამირების შესახებ

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის (J...

ჯავასკრიპტის (Javascript) უფასო კურსი დამწყებთათვის

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი დამწყებთათვის

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი დამწყებთათვის

ეთიკური ჰაკინგი...

ეთიკური ჰაკინგის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი დამწყებთათვის

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის უფას...

Node.js-ის უფასო კურსი დამწყებთათვის

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ინგლისური ენის ...

ინგლისური ენის მნიშვნელობა პროგრამირების სამყაროში

როგორ ავაჩქაროთ...

როგორ ავაჩქაროთ საიტი, loading ატრიბუტის დახმარებით

nginx-ის კონფიგ...

nginx-ის კონფიგურაცია (ჩემი ჩანაწერები)

რა არის srcset ...

რა არის srcset ატრიბუტი და რესპონსიული სურათები?