გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
როგორ ვისწავლო პროგრამირება?

როგორ ვისწავლო პროგრამირება?

პროგრამირების შესწავლა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ეს პროცესი მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და თავდადებას, იმისთვის რომ დაიწყოთ თქვენი პირველი საოცნებო სამსახური.

ჩემი კარიერის მანძილზე ძალიან ბევრჯერ ვცადე სხვადასხვა მიდგომა ახალი პროგრამირების ენის შესასწავლად და მხოლოდ რამდენიმე მეთოდმა თუ გაამართლა. დღევანდელ ბლოგში ვაპირებ სწორედ ამ მიდგომებზე ვისაუბრო, რომელიც რა თქმა უნდა ჩემს შემთხვევაში ამართლებდა.

როგორ დავაღწიოთ თავი Tutorial hell-ს?

როდესაც პროგრამირების შესავლას YouTube-ის ვიდეოებით იწყებთ ძალიან მარტივია მოხვდეთ ე.წ. Tutorial hell-ში რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ უყურებთ უამრავ ვიდეოს სადაც სხვადასხვა მეთოდით გასწავლიან გამოცდილი დეველოპერები და საბოლოო ჯამში იმდენად ბევრ ინფორმაციას იღებთ, რომ იკარგებით და ვეღარც თავს, ვეღარც ბოლოს ვერ უგებთ თუ რას სწავლობთ.

იმისთვის, რომ ამ პროცესს თავი დავაღწიოთ, აუცილებელია პირველ რიგში, მოვძებნოთ ისეთი კურსი, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე მოგვცემს სრულფასოვან ცოდნას ენის საფუძვლების შესახებ.

მოცემული კურსები შესაძლოა ავარჩიოთ მომხმარებლის შეფასებებიდან გამოდინარე ან მეგობრის რეკომენდაციით.

აუციელბელია კურსი დავასრულოთ მთლიანად და არ შევწყვიტოთ მისი მოსმენა შუა გზაში, ასევე უნდა ვაკეთოთ კურსის ინსტრუქტორის მითითებები ზედმიწევნით.

როგორ ვსწავლობ პროგრამირების ენას (ჩემი მეთოდი)

ახლა კი მოგიყვებით ჩემს მიდგომაზე, თუ როგორ ვსწავლობ პროგრამირების ახალ ენას ვიდეო გაკვეთილების დახმარებით.

მას შემდეგ რაც ავარჩევ კურსს რომელიც უნდა შევისწავლო ვიწყებ მის ყურებას და უბრალოდ მოსმენას, მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ყურადღებით და თუ რაიმე არ მესმის ან მიჭირს გაგება, არ ვაიგნორებ, არამედ გარკვეულ მონაკვეთს მანამ ვუკირკიტები, სანამ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად გავიგე.

ასევე, თუ თქვენი კურსი არის ინგლისურ ენაზე და არ მესმის კარგად რასაც საუბრობს ლექტორი, ვრთავ ე.წ. ტიტრებს და ისე ვაგრძელებ მოსმენას და თუ მაინც ისეთი სიტყვა ვიპოვე, რომელიც აქამდე არ ვიცოდი ვიყენებ გადათარგმნის ონლიან სერვისებს ისეთებს, როგორებიცაა: translate.google.com ან translate.ge

მოცემული მეთოდი მეხმარება გაკვეთილის პირველად ყურებისას გავიაზრო თუ რის გაკეთებას ცდილობს ლექტორი და რა პროექტი თუ ამოცანები უნდა გადაჭრას მოცემულ გაკვეთილში.

აუცილებელი მოთხოვნაა, პირველად გაკვეთილის მოსმენისას არ დავიწყო მასთან ერთად კოდის წერა და უბრალოდ გულდასმით ვუსმინო კურსის ბოლომდე.

პროგრამირების შესწავლის მეორე საფეხური

მას შემდეგ რაც გაკვეთილს ბოლომდე მოვისმენ, უკვე მექმნება წარმოდგენა თუ როგორ მუშაობს მთლიანად ენა, როგორ ხდება ცვლადების აღწერა, მონაცემების გაცვლა და ა.შ.

როდესაც მეორედ ვიწყებ გაკვეთილის მოსმენას უკვე ლექტორთან ერთად ვცდილობ ავაწყო ზუსტად ის პროექტი, რასაც თავად ლექტორი აკეთებს, სწორედ ამ პროცესის გავლისას უკვე გონებაში ნელ-ნელა ჯდება ის განვლილი პროგრამირების თეორია, რომელიც პირველად მოვისმინე.

აუცილებელია მეორედ მოსმენის დროს არ გავჩერდეთ და აუცილებლად მივაღწიოთ კურსში განვლილი პროექტის ფინალურ ფაზას, ანუ უნდა ავაწყოთ ზუსტად ის რასაც ლექტორი გვასწავლის.

პროგრამირების შესწავლის ფინალური ფაზა.

შესწავლის ფინალური ფაზა წარმოადგენს ჩემს პროექტს, რომელსაც ვცდილობ ავაწყო აღნიშნულ ტექნოლოგიაზე, მაგრამ მაინც ვცდილობ პროექტის თემატიკა ძალიან არ განსხვავდებოდეს კურსში არსებული პროექტის თემატიკისგან, ანუ ვცდილობ მივამატო ახალი ფუნქციონალი, რომელიც გაკვეთილში იყო გამოყენებული, უბრალოდ ვცდილობ მცირე მოდიფიკაცია გავუკეთო და დამოუკიდებლად ვცადო კურსში განხილული თემების პრაქტიკაში გამოყენება.

არსებული მიდგომა მეხმარება პრობლემის შემთხვევაში დავუბრუნდე კურსის იმ ქვეთავს, რომელსაც კარგად ვერ ვიგებ და გავიხსენო ლექტორის მიერ ახსნილი მასალა.

პროგრამირების შესწავლის ფინალური ფაზა უკვე პროექტის სრულიად დამოუკიდებლად აწყობის მცდელობაა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ არ ხართ შეზღუდული განვლილი მასალის გადამეორებაში.

გახსოვდეთ როდესაც რაიმეს ვერ გაიგებთ, აუცილებელია გადახედოთ განვლილ მასალას ან ჩაიხედოთ პროგრამირების ენის დოკუმენტაციაში.

პროგრამირების უფასო კურსები ქართულად

 

კურსები პროგრამირების შესახებ

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის (J...

ჯავასკრიპტის (Javascript) უფასო კურსი დამწყებთათვის

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი დამწყებთათვის

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი დამწყებთათვის

ეთიკური ჰაკინგი...

ეთიკური ჰაკინგის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი დამწყებთათვის

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის უფას...

Node.js-ის უფასო კურსი დამწყებთათვის

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ინგლისური ენის ...

ინგლისური ენის მნიშვნელობა პროგრამირების სამყაროში

როგორ ავაჩქაროთ...

როგორ ავაჩქაროთ საიტი, loading ატრიბუტის დახმარებით

nginx-ის კონფიგ...

nginx-ის კონფიგურაცია (ჩემი ჩანაწერები)

რა არის srcset ...

რა არის srcset ატრიბუტი და რესპონსიული სურათები?