გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
რა რჩევებს მივცემდი ჩემს თავს პროგრამირების სწავლის დაწყებამდე?

რა რჩევებს მივცემდი ჩემს თავს პროგრამირების სწავლის დაწყებამდე?

მოგეხსენებათ პროგრამირების შესწავლა არც ისე მარტივი საქმეა და ის ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვს.

არის მომენტები, როდესაც ძალიან მარტივი საქმის გაკეთებას დიდ დროს ანდომებ ვინაიდან არ გაქვს საკმარისი გამოცდილება და მიდგომა საქმის მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი ბლოგის დაწერა რათა მოგიყვეთ რა რჩევებს მივცემდი საკუთარ თავს მაშინ, როდესაც პროგრამირების შესწავლას ვიწყებდი.

გამოყავი სწავლისთვის სპეციალური საათები

პირველი შეცდომა პროგრამირების შესწავლისას იყო არა თანმიმდევრულობა და ფოკუსირება.

პროგრამირების შესწავლას ვიწყებდი მაშინ როდესაც მინდოდა ხან დილის 11 საათზე ხან საღამოს 5 საათზე, ხან 2 დღე ჩავაგდებდი და ბოლოს თავში ძალიან დიდი არეულობა მქონდა.

თუ თქვენ მიზნად დაისახავთ პროგრამირების შესწავლას აუცილებლად გამოყავით სწავლისთვის მკაცრად განკუთვნილი დრო, მაგალითად დღეში 6 საათი დილის 10-დან 4-მდე და მაქსიმალურად ფოკუსირდით სწავლაზე.

პროგრამირების შესწავლის ყველაზე რთული ნაწილი არის თანმიმდევრულობა და სწავლაზე დიდი ხნის განმავლობაში ფოკუსირება.

გაიცანი შენი კოდის ედითორი

სანამ კოდის წერაზე გადავალთ აუცილებელია ჩვენი ფავორიტი ედითორის ძირითადი მახასიათებლები და სწრაფი ღილაკების კომბინაციების შესწავლა.

შესაძლოა ეს რჩევა არა საჭიროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ დეველოპმენტს მინიმუმ 10-ჯერ ააჩქარებთ თუ კლავიატურის ღილაკების კომბინაციებით შეასრულებთ ისეთ რუტინულ საქმეებს როგორიცაა, მაგალითად დაკოპირება ხაზების წაშლა და ა.შ.

აუცილებელია იცოდეთ თქვენი ფავორიტი ედითორის ის მხარეები, რომლებიც რუტნიული ოპერაციების დროს მაქსიმალურად დაგიზოგავთ და ნაკლებად დამოკიდებული იქნებით "მაუსზე"

დაიწყეთ საფუძვლებით

პირველი მთავარი პრობლემა არის, ის რომ დამწყებები ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება რთული საიტები ან პროგრამები დავწეროთ და ამ პროცესში პროგრამირების ენის ძირითადი საფუძვლები კარგად არ გვესმის.

ხშირად ვიწყებთ ისეთი დავალების კეთებას რომელსაც უბრალოდ იმის გამო ვერ ვაკეთებთ, რომ ენის საფუძვლები კარგად არ ვიცით, შესაბამისად აუცილებელია ენის ყველა ძირითადი საფუძველი ვიცოდეთ მანამ სანამ პროექტის კეთებას დავიწყებთ.

შეისწავლე უცხო ენა (ინგლისური)

მაშინ როდესაც კოდთან პირველი შეხება მქონდა ძალიან მიჭირდა და დოკუმენტაციის შესწავლა ინგლისურიდან და ვინაიდან მაშინ კარგად არ ვიცოდი ინგლისური ძალიან ვწვალობდი თარგმნაში.

თუ ინგლისური კარგად იცით ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია პროგრამირების შესასწავლად, ვინაიდან ნებისმიერი პროგრამირების ენა, ეს იქნება ჯავასკრიპტი, ტაიპსკრიპტი თუ სხვა არის ინგლისურ ენაზე და მოგიწევთ ინგლისურენოვან დოკუმენტაციასთან მუშაობა.

თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ პარარელურად მოემზადოთ ინგლისურშიც დამიჯერეთ, როგორც პროგრამირების სწავლაში ასევე სხვა საქმეშიც ძალიან გამოგადგებათ, ვინაიდან თქვენ გზას გაიხსნისთ ინფორმაციის უწყვეტ მარაგებთან და არ დაელოდებით რაიმე დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმანს.

ისწავლე დოკუმენტაციასთან მუშაობა

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა პროგრამირების შესწავლისას იყო ის, რომ ვცდილობდი კოდი მესწავლა მხოლოდ ე.წ. "თუთორიალებით" და არ ვკითხულობდი დოკუმენტაციას.

დოკუმენტაცია არის ის ერთადერთი წყარო ინფორმაციის რომელიც არის 100%-ით ზუსტი და გაძლევთ საშუალებას უშუალოდ ენის შემქმნელებისგან ისწავლოთ ამა თუ იმ ენის საფუძვლები, ხოლო "თუთორიალები" არის უბრალოდ ამ ენით რაიმე პატარა პროგრამის აწყობის გაკვეთილები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ კარგი სანახავია და მარტივი ენით წერია არ მოგცემთ პროგრამირების ენაზე სრულ სურათს.

დაიწყეთ ყველაზე მარტივი პროექტებით

მას შემდეგ რაც საფუძვლების თეორიულ ნაწილს შეისწავლით გეგონებათ, რომ ამ ენაზე უკვე ყველაფერი იცით და CV-შიც ამაყად ჩაწერთ, რომ ჯავასკრიპტის დეველოპერი ხართ.

დამიჯერეთ პროგრამირება ის სფეროა სადაც მხოლოდ თეორია არ კმარა და აუცილებელია პრაქტიაკში გამოიყენოთ ყველა ფუნქცია ან მეთოდი რომელიც თეორიაში შეისწავლეთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია დაიწყოთ ნამდვილი პროექტების კეთება, თუნდაც უმარტივესად გეჩვენებოდეთ.

დაიწყეთ უმარტივესი პროექტით რომელსაც აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე და სრულიად იფუნქციონირებს ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ასევე ეცადეთ ყოველი შემდეგი პროექტი იყოს წინაზე რთული.

ისწავლე google-თან მუშაობა

პროგრამისტის და არა მარტო პროგრამისტის ერთერთი მთავარი უნარი არის საჭირო ინფორმაციის მოძიება.

დღეს ალბად უკვე აღარაა ისეთი შეკითხვა რომელზეც პასუხი არ გაცემულა და რომელიც ინტერნეტში არ იქნება გამოქვეყნებული, სწორედ ამიტომ აუცილებელია მივეჩვიოთ საძიებო სისტემის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას.

პროგრამისტის ერთერთი სუპერ ძალა უნდა იყოს ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება უმოკლეს ვადებში.

შეურეთდი პროგრამისტების საზოგადოებებს

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მიაღწევთ თქვენს პირველ მიზანს და დაიწყებთ რომლიმე კომპანიაში სტაჟირებას ან სამსახურს აუცილებლად მოგიწევთ გუნდთან მუშაობა, არ არსებობს კომპანიები სადაც მხოლოდ 1 პროგრამისტზე იქნება დამოკიდებული მთელი პროექტი.

მაქსიმალურად ეცადეთ შეუერთედ ისეთ ფორუმებს, ჩათებს, ჯგუფებს სადაც დამწყები დეველოპერები არიან და ხშირად დახმარებასაც ითხოვენ, არ დაგეზაროთ სხვისი დახმარება თუ რა თქმა უნდა შეგიძლიათ.

განიხილეთ თქვენთვის საინტერესო თემები გააკეთეთ გამოწვევბი გაარჩიეთ ერთმანეთის კოდი. ეს მოგცემთ სუპერ უნარს რათა მარტივად ადაპტირდეთ სხვა ჯგუფებში და გაიგოთ სიახლეები და განიხილოთ სიღრმისეულად.

კურსები პროგრამირების შესახებ

HTML, CSS-ის სა...

HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)

ჯავასკრიპტის (J...

ჯავასკრიპტის (Javascript) უფასო კურსი დამწყებთათვის

JavaScript-ის D...

JavaScript-ის DOM-ის კურსი დამწყებთათვის

TypeScript-ის კ...

TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის

Angular-ის კურს...

Angular-ის კურსი დამწყებთათვის

ეთიკური ჰაკინგი...

ეთიკური ჰაკინგის კურსი

HTML, CSS-ის კუ...

HTML, CSS-ის კურსი დამწყებთათვის

Reactjs-ის კურს...

Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის

ალგორითმები...

ალგორითმები

Node.js-ის უფას...

Node.js-ის უფასო კურსი დამწყებთათვის

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

ინგლისური ენის ...

ინგლისური ენის მნიშვნელობა პროგრამირების სამყაროში

როგორ ავაჩქაროთ...

როგორ ავაჩქაროთ საიტი, loading ატრიბუტის დახმარებით

nginx-ის კონფიგ...

nginx-ის კონფიგურაცია (ჩემი ჩანაწერები)

რა არის srcset ...

რა არის srcset ატრიბუტი და რესპონსიული სურათები?