fb pixel
გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
val-do.com-ის ლოგო
კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები

კურსებიბლოგიხ.დ.კ.წესებიკონტაქტიკონვერტორები
შესვლა
  1. მთავარი
  2. ბლოგი
  3. როგორ მუშაობს ვები?
როგორ მუშაობს ვები?

როგორ მუშაობს ვები?

თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ინტერნეტი და ზოგადად ვებ სამყარო მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, დღევანდელი ბლოგით შევეცდები მარტივად, თქვენთვის გასაგებ ენაზე ავხსნა მისი საფუძვლები და მუშაობის პრინციპები.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ https://val-do.com, ანუ რა გზას გადის საიტი თქვენს ბრაუზერში მოხვედრამდე და რამდენი ოპერაციის გავლაა საჭირო.


სახელების შეთანხმებები

სანამ უშუალოდ პროცესის ახსნაზე გადავალთ აუცილებელია ვიცოდეთ სახელების შეთანხმებები, თუ რა რას ნიშნავს.

კლიენტი (client):

კლიენტი იგივე აპლიკაციაა რომელიც ჩვენს ლოკალურ მანქანაზეა გაშვებული, მაგალითად ჩვენი ბრაუზერი, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ბრაუზერი იქნება ეს, ქრომი, მოზილა, საფარი თუ სხვა. კლიენტის მთავარი მიზანია ინტერნეტის/ქსელის დახმარებით გააგზავნოს მოთხოვნა სერვერთან, მიიღოს სერვერიდან მოსული პასუხი მოახდინოს მისი დეკოდირება და გვაჩვენოს საიტი ისეთ მდგომარეობაში როგორსაც ჩვეულებრივ ბრაუზერში ვხედავთ ხოლმე.

სერვერი (server):

სერვერი არის კომპიუტერი რომელიც ჩართულია ინტერნეტის გლობალურ ქსელში და მას ასევე გააჩნია საკუთარი უნიკალური მისამართი IP. 
განსხვავებით ჩვენი ლოკალური კომპიუტერისგან, სერვერზე არის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკარგავს შემოსულ მოთხოვნებს ჩვენი კომპიუტერიდან.
ძირითადი სერვერის ფუნქციაა შეინახოს ვებ-გვერდები მის საინფორმაციო საცავში, ასევე დაამუშაოს ჩვენი გაგზავნილი მოთხოვნები და გაუგზავნოს კლიენტს დამუშავებული მოთხოვნები.

IP address:

იშიფრება როგორც Internet Protocol Address (ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი). IP მისამართი არის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი რიცხვითი მისამართი (კომპიუტერის, სერვერის, პრინტერის, როუტერის  და ა.შ.) 
IP მისამართი შედგება 4 დანაყოფისგან რომელიც წერტილებით არის გამოყოფილი მაგ: (244.155.65.2)

HTTP:

Hyper-text Transfer Protocol. პროტოკოლი რომელსაც იყენებენ ვებ ბრაუზერები და სერვერები ერთმანეთთან საკომუნიკაციოთ ინტერნეტის დახმარებით

ISP:

Internet Service Provider, ინტერნეტის სერვისის პროვაიდერი, არის ინტერნეტ კომპანია რომელიც დგას ჩვენს და სერვერს შორის, მაგალითისთვის საქართველოში ეს კომპანიებია მაგთი და სილქნეტი, ასევე მობილური ოპერატორები.
როდესაც ჩვენ ბრაუზერში ჩავწერთ val-do.com-ს ამ დროს ISP ვალდებულია მიაკითხოს DNS (Domain Name Systems), რომელიც val-do.com-ს გადათარგმნის სერვერის IP მისამართად და გააგზავნის მოთხოვნას კონკრეტულ სერვერთან.

DNS:

Domain Name System. ეს არის უხეშად რომ ვთქვათ მონაცემთა ბაზა რომლის მიზანიცაა კონკრეტული სერვერების IP მისამართებს მიანიჭოს შესაბამისი სახელი, მაგალითად google.ge-ის ამ დროინდელი სერვერის IP მისამართია 142.250.69.196

URL:

Uniform Resources Locator. URL-ის დახმარებით შეგვიძლია სერვერზე მივაკითხოთ კონკრეტულ რესურსებს როგორებიცაა მაგალითად კონტაქტის გვერდი, მთავარი გვერდი და ა.შ.

როგორ მუშაობს ვები.

როდესაც ჩვენ ბრაუზერში ავკერფთ მისამართს, ამ დროს იგზავნება მოთხოვნა, რომელიც მიდის ჯერ ჩვენს ლოკალურ ISP-სთან შემდეგ ჩვენი ISP მიაკითხავს DNS სერვერს. DNS სერვერი ჩვენს მოთხოვნას გაგზავნის შესაბამისი IP მისამართის სერვერზე

პროგრამირების კურსები

  • HTML, CSS-ის საწყისი კურსი, დამწყებთათვის (deprecated - მოძველებული)
  • ჯავასკრიპტის კურსი
  • JavaScript-ის DOM-ის კურსი
  • TypeScript-ის კურსი
  • Angular-ის კურსი
  • HTML, CSS-ის კურსი
  • Reactjs-ის კურსი დამწყებთათვის
  • ალგორითმები
  • Node.js-ის კურსი
  • Dart-ის კურსი
  • C პროგრამირების ენის საფუძვლები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

როგორ ინახება ი...

როგორ ინახება ინფორმაცია. რა არის Bit და Byte?

რატომ არის კომფ...

რატომ არის კომფორტული სამუშაო ოთახი აუცილებელი კოდის წერისა და პროდუქტიული მუშაობისთვის?

რატომ ვერ პოულო...

რატომ ვერ პოულობენ ჯუნიორები სამსახურს?

Inversion Patte...

Inversion Pattern - როგორ დავწეროთ კითხვადი კოდი?

პროგრამირების კურსები
HTML, CSSJavaScriptTypeScriptAngularReactJSNodeJSC
გამომყევი
mipov.net/valdo

© val-do.com 2026 წელი - ყველა უფლება დაცულია

ვერსია 0.1.56