მოეცმულ სტატიაში მინდა ჩამოვწერო ჩემს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ბრძანებები git
-ზე
მას შემდეგ რაც git-ს დავაყენებთ ლოკალურ მანქანაზე საჭიროა მისი კონფიგურაცია ჩვენი მონაცემებით, რომელიც გითის კომიტში მოახდენს ჩვენს იდენტიფიკაციას
გავხსნათ ტერმინალი და ჩავწეროთ შემდეგი ბრძენებები
git config --global user.name "სახელი გვარი"
მოცემული ბრძანებით მივუთითებთ ჩვენს სახელს და გვარს
git config --global user.email "MY_NAME@example.com"
მოცემული ბრძანებით მივუთითებთ ჩვენს ელფოსტას
მას შემდეგ რაც შევქმნით კოდის repository-ის github-ზე საჭიროა კონკრეტული რეპოზიტორის კლონირება (ჩამოტვირთვა) ლოკალურ გარემოში, სწორედ ამისთვისაა git clone
ბრძანება
git clone <https://repourl>
remote
გარემოზეgit push -u <remote> <branch-name>
git
-ზე ლოკალურ გარემოშიgit checkout -b <branch-name>
remote
გარემოზეremote გარემო წარმოადგენს მაგალითად github-ს. ქვემოთ მოცემული ბრძანება საჭიროა გაეშვას ერთჯერადად, ანუ ის საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც გვიწევს ლოკალური branch-ის ფიზიკურად ატვირთვა remote გარემოზე
git push --set-upstream origin <branch-name>
მას შემდეგ, რაც დავაყენებთ git-ის რეპოზიტორის და დავიწყებთ მუშაობას საჭიროა ჩვენი ნამუშევარი ფაილების და კოდების ატვირთვა გითზე, ამისთვის საჭიროა ტერმინალიდან შევიდეთ დირექტორიაში, რომელშიც გითი (git) უკვე ინციალიზებულია.
მას შემდეგ რაც დავდგებით კონკრეტულ დირექტორიაზე არსებული ფაილები საჭიროა მოვამზადოთ გითის კომიტისთვის სწორედ ამისთვის გამოიყენება git add .
ბრძანება
git add .
მოცემული ბრძანება მოამზადებს ჩვენს მიერ მოდიფიცირებულ/დამატებულ/წაშლილ ფაილებს კომიტისთვის
დასაკომიტებლად გამოიყენება შემდეგი გითის ბრძანება
git commit -m "თქვენი კომიტის შეტყობინება"
როგორც ზემოთ ბრძანებაში ჩანს ორმაგ ბრჭყალებში მოცემულია ტექსტი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენი კომიტის შესახებ, მაგალითად: bug fix
მას შემდეგ რაც ჩვენს პირველ კომიტს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ჩვენი კომიტი მოხვდეს გითზე აუცილებელია კოდის ე.წ. "დაფუშვა" git push
git push
მოცემული ბრძანება საშუალებას გვაძლევს ჩვენი კომიტი აიტვირთოს გითზე.