გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
ფავორიტი ედითორის ბრძანებები (VS CODE)

ფავორიტი ედითორის ბრძანებები (VS CODE)

ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლო, როდესაც მის შესახებ ჯერ არავინ იცოდა რატომღაც ვცადე vs code-ის გამოყენება და ძალიან მომეწონა, იმ დროს ყველაზე პოპულარული ედიტორი sublime text იყო, მაგრამ ჯერ კიდევ code-ის ბეტა ვერსიაზე ძალიან მომეწონა code-ში მუშაობა.

დღეს უკვე მის შესახებ თითქმის ყველამ იცის, დღევანდელ ბლოგში მინდა მოგიყვეთ რამდენიმე საინტერესო ღილაკის კომბინაციაზე, რომელიც საკმაოდ შეგიმცირებთ ედითორში მუშაობის დროს.

სანამ დეველოპმენტის შესწავლის აქტიურ ფაზაზე გადახვალთ ჩემი აზრით საჭიროა ვიცოდეთ რამდენიმე ყველასთვის გამოსადეგი კლავიატურის კომბინაცია, რომელიც საკმაოდ დაგვიზოგავს ედითორში მუშაობის დროს.

copy/paste

შესაძლოა ეს ძალიან მარტივი ბრძანებები უკვე კარგად იცი, მაგრამ მაინც მინდა მოკლე სია გავაკეთო

  • კოპირება - ctrl+c (command+c)
  • კოპირებულის ჩასმა - ctrl+v (command+v)
  • ხაზის ამოჭრა - ctrl+x (command+x)

ხაზის დაკომენტარება

კოდის წერისას ხშირად დაგვჭირდება რომელიმე ხაზის ან რამდენიმე ხაზი კოდის დაკომენტარება სწორედ ამისთვის არსებობს ქვემოთ მოცემული ბრძანებები

  • 1 ხაზიანი კომენტარი - ctrl+/ (command+/)
  • მრავალ ხაზიანი კომენტარი - alt+shift+a

ფაილის მოძებნა სამუშაო დირექტორიაში

ხშირად გვჭირდება პროექტში რაიმე კონკრეტული ფაილის მოძებნა, რაც არც ისე მარტივია, როდესაც ჩვენი პროექტი უკვე საკმაოდ ბევრი ფაილისგან შედგება ამისთვის არსებობს ბრძანება

  • ctrl+p (command+p)

რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც გამოდის ჩასაწერი ველი, რომელშიც უნდა მივუთითოთ სასურველი ფაილის დასახელება

ცვლილების უკან/წინ დაბრუნება

  • უკან დაბრუნება - ctrl+z (command+z)
  • ცვლილების წინ გადასვლა - ctrl+shift+z (command+shift+z)

ფაილის შენახვა

  • ctrl+s (command+s)

მთლიანი ფაილის მონიშვნა

  • ctrl+a (command+a)

კოდის ძებნა

  • აქტიურ ჩანართში ძიება - ctrl+f (command+f)
  • მთელს პროექტში ძიება - ctrl+shift+f (command+shift+f)

ხაზის წანაცვლება

ხშირად კოდის წერისას გვჭირდება რომელიმე ხაზის ზემოთ ან ქვემოთ ჩამოტანა სწორედ ამისთვის არსებობს ბრძანებები

  • ზემოთ წანაცვლება - alt+arrow up
  • ქვემოთ წანაცვლება - alt+arrow down

ერთნაირი ტექსტის მონიშვნა

როდესაც კოდში გვიწევს ერთნაირი ტექსტების ამოცვლა, იმის მაგივრად, რომ ყველა ტექსტური ელემენტი ცალ-ცალკე შევცვალოთ შეგვიძლია მოვნიშნოთ ფაილში ყველა ერთნაირი ელემენტი. ამისთვის საჭიროა მოვნიშნოთ კონკრეტული ტექსტი და დავკლიკოთ ctrl+d-ზე, რამდენჯერაც დავკლიკავთ იმდენი მსგავსი ელემენტი მოინიშნება

  • ctrl+d (command+d)

ხაზის წაშლა

  • ctrl+shift+k (command+shift+k)

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

მითები პროგრამი...

მითები პროგრამირებაზე

რატომ უნდა ვისწ...

რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება?

რატომ ანებებენ ...

რატომ ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს?

წერტილი თუ ფრჩხ...

წერტილი თუ ფრჩხილი? ობიექტებთან მუშაობის ძირითადი წესები