გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში

rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში

ალბათ თანამედროვე framework-ებში ხშირად შეგხვედრიათ ფუნქცია რომელსაც პარამეტრად მსგავსი რამ გადაეცემა ...args, დღევანდელ გაკვეთილში ზუსტად გავიგებთ თუ როგორ მუშაობს rest ოპერატორი ჯავასკრიპტის ფუნქციაში.

rest ოპერატორი ფუნქციაში საშუალებას გვაძლევს ფუნქციას გადავცეთ n რაოდენობის პარამეტრი, რომელსაც ქვემოთ მოყვანილ მაგალითში გავარჩევთ

function person(...args) {
	console.log(args)
}

person('Val Do', 29); 
// დაიბეჭდება ['Val Do', 29]
person('Giorgi', 24, 'Svanidze', 'Tbilisi'); 
// დაიბეჭდება ['Giorgi', 24, 'Svanidze', 'Tbilisi']

როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშია ნაჩვენები person(...args) ფუნქციას გადავაწოდეთ 2 პარამეტრი Val Do და 29 ხოლო კონსოლში დაიბეჭდა მასივის სახით გადაცემული პარამეტრები, ანალოგიური პრინციბპით შესრულდება მეორე გამოძახებაც.

იმისთვის რომ args მასივიდან დავბეჭდოთ რომელიმე ჩანაწერი აუცილებელია მივუთითოთ სასურველი ჩანაწერის ინდექსი მაგალითად: თუ გვინდა დავბეჭდოთ Val Do კონსოლში გადავცემთ შემდეგ მნიშვნელობას console.log(args[0])


მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

ფუნქციაში rest ოპერატორი აუცილებლად უნდა იყოს ბოლო პარამეტრი

სწორია

function person(name, ...args){}

არასწორია

function person(...args, name) {}

 

კურსში შემავალი თემები

🔗 javascript

დამატებითი რესურსები

სხვა კატეგორიები

შეისწავლეთ ვებდეველოპმენტის ენები სრულიად უფასოდ, ისეთები როგორებიცაა Javascript, HTML, CSS და კიდევ სხვა მრავალი ენა

ბოლოს დაწერილი ბლოგები პროგრამირებაზე

ქვემოთ მოცემულია უახლესი 3 ბლოგი პროგრამირების თემატიკასთან დაკავშირებით